ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშნებლის ხეივანზე – მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლეტს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
კატეგორია: შემთხვევა
ვაჟაზე მანქანა ამოტრიალდა
რამდენიმე წუთის წინ ავტომობილი ამოტრიალდა ვაჟა-ფშაველაზე. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლს საგზაო წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
23 წლის ბიჭი არხში გარდაცვლილი იპოვნეს – რუსთავის ავტობანზე – ვიდეო
ავარია რუსთავის ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანზე, „მერსედესის“ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან არხში გადავარდა და ამოტრიალდა. ავტომობილში 23 წლის კაცი, დავით ხუციშვილი იმყოფებოდა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავარია რიკოთზე – სამარშრუტო ტაქსი კლდეს შეასკდა
ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთთან – მიკროავტობუსი კლდეს შეეჯახა, შემდეგ კი გადაბრუნდა, – ინფორმაციას რეგიონული მედია “მოზაიკა” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. „რიკოთის გვირაბთან, ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზაზე მოცურდა და კლდეს შეასკდა. მერე ცალ გვერდზე გადაბრუნდა”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი
მამა იოსებ ბურჯანაძე კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა
გელათის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსებ ბურჯანაძე კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, კელიაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სასულიერო პირმა დაზიანებები მიიღო. “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, მას სხეულის 50%-მდე აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
თბილისში სასწრაფო ქვეითს დაეჯახა – კაცი ადგილზე გარდაიცვალა
თბილისში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა, ორივე დაიღუპა
ლანჩხუთში ქარმა ადამიანი მოკლა
მგზავრი, რომელიც ქუთაისიდან პარიზში მიფრინავდა, თვითმფრინავში გარდაიცვალა
მგზავრი, რომელიც Wizz Air-ის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. დაღუპულია 60 წლამდე მამაკაცი. ინფორმაციას აეროპორტშიც ადასტურებენ. შეგახსნებთ, რომ ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დააბრუნეს. აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და ეკიპაჟმა დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.