მგზავრი, რომელიც Wizz Air-ის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. დაღუპულია 60 წლამდე მამაკაცი. ინფორმაციას აეროპორტშიც ადასტურებენ. შეგახსნებთ, რომ ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დააბრუნეს. აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და ეკიპაჟმა დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
კატეგორია: შემთხვევა
გურამ ბაღდოშვილს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს
გორის იუსტიციის სახლში პოლიციელს იარაღი გაუვარდა
„ფანჯარას წმენდდა და გადმოვარდა” – ხელვაჩაურში, ქალი დაიღუპა
საშინელი ავარია თელავში – ორი ადამიანი გარდაიცვალა
თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები, სოფელ კურდღელაურიდან არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლამდე ასაკის ვალერი თათულაშვილი და შოთა ბოჭორიძე, მეზობლები არიან და ერთმანეთთანაც კარგ ურთიერთობაში იყვნენ. „ეს ბიჭები სოფელ კურდღელაურიდან არიან, მეზობლები, როგორც ვიცი. ისეთი საშინელი ავარია იყო, მანქანა ნაკუწებად დაიშალა. რომ გენახათ, არ დაგავიწყდებოდათ ეს კოშმარი. მძღოლი ძლივს ამოიყვანეს მაშველებმა, იქვე გარდაცვლილი იყო. წარმოშობით […]
ბათუმში, რესტორანი „ვოქსი” მთლიანად დაიწვა
გვიან ღამით, ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი გაჩნდა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდა. ამ ეტაპზე ცეცხლი ლიკვიდირებულია. რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობისთვის, რესტორანი არ ფუნქციონირებდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო, ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე ხანძარი გვიან […]
რუსთავში სასწრაფოს ეკიპაჟი და სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ
წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ავარიაში მოყვა
წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული სამსახურებრივი მანქანით ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, წუხელ, გვიან ღამით მოხდა. წალენჯიხის მერიის ბალანსზე არსებულ ავტომანქანას ივანე ბურდული თავად მართავდა, რა დროსაც ის ცხენს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მერის პირველი მოადგილე და მასთან ერთად მანქანაში მყოფი მგზავრი არ დაშავებულან. ბურდულის განცხადებით, მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა. მან […]
ჩამოინგრა ისტორიული თაღი – ავარია სიღნაღში
სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თაღი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მუნიციპალიტეტის ცნობით, სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.










