ვაჟაზე მანქანა ამოტრიალდა 

ვაჟაზე მანქანა ამოტრიალდა რამდენიმე წუთის წინ ავტომობილი ამოტრიალდა ვაჟა-ფშაველაზე. ფაქტის ამსახველი  კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლს საგზაო წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.