კატეგორია: შემთხვევა

ახალქალაქში ქორწილის კორტეჟე ავარიაში მოჰყვა – დაშავებულია 6 ადამიანი  

„ტვ პირველის” ინფორმაციით, ავარია მოხდა ახალქალაქი-არაგვას გზაზე – ქორწილის კორტეჟის მანქანა საპირისპიროდ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა, შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად ყველა მათგანი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ოთხი მათგანის თბილისში გადაყვანის აუცილებლობა დადგა, რადგან მათი მდგომარეობა მძიმეა.

ბათუმში  ქალის გვამი ნაპოვნია

ბათუმში ქალის ცხედარი იპოვეს – „ტვ 25“-ის ცნობით, შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებსი ჯგუფი იმყოფება. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მასალის გამოყენების პირობები

საშინელი ავარია აღამშენებლის ხეივანზე

ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშნებლის ხეივანზე – მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლეტს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

ვაჟაზე მანქანა ამოტრიალდა 

რამდენიმე წუთის წინ ავტომობილი ამოტრიალდა ვაჟა-ფშაველაზე. ფაქტის ამსახველი  კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლს საგზაო წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

23 წლის ბიჭი არხში გარდაცვლილი იპოვნეს – რუსთავის ავტობანზე –  ვიდეო 

ავარია რუსთავის ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანზე, „მერსედესის“ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან არხში გადავარდა და ამოტრიალდა. ავტომობილში 23 წლის კაცი, დავით ხუციშვილი იმყოფებოდა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარია რიკოთზე – სამარშრუტო ტაქსი კლდეს შეასკდა

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთთან – მიკროავტობუსი კლდეს შეეჯახა, შემდეგ კი გადაბრუნდა, – ინფორმაციას რეგიონული მედია “მოზაიკა” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. „რიკოთის გვირაბთან, ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზაზე მოცურდა და კლდეს შეასკდა. მერე ცალ გვერდზე გადაბრუნდა”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი

მამა იოსებ ბურჯანაძე კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა

გელათის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსებ ბურჯანაძე კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, კელიაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სასულიერო პირმა დაზიანებები მიიღო. “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, მას სხეულის 50%-მდე აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

თბილისში სასწრაფო ქვეითს დაეჯახა – კაცი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისი-მარნეულის გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

თბილისში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა, ორივე დაიღუპა

თბილისში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. მედიის ცნობით, შახტაში პირველი კაცი ჩავარდა, მის დასახმარებლად ცოლი ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მოიყოლა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაღუპულები 35-წლამდე ასაკის არიან.

ლანჩხუთში ქარმა ადამიანი მოკლა

ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დილით სოფელ ლესაში მოხდა. მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა და მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადასტურა