ახალქალაქში ქორწილის კორტეჟე ავარიაში მოჰყვა – დაშავებულია 6 ადამიანი  

ახალქალაქში ქორწილის კორტეჟე ავარიაში მოჰყვა - დაშავებულია 6 ადამიანი  „ტვ პირველის” ინფორმაციით, ავარია მოხდა ახალქალაქი-არაგვას გზაზე – ქორწილის კორტეჟის მანქანა საპირისპიროდ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა, შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

თავდაპირველად ყველა მათგანი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ოთხი მათგანის თბილისში გადაყვანის აუცილებლობა დადგა, რადგან მათი მდგომარეობა მძიმეა.