კატეგორია: სოციალური მედია

„ვინც ჯერ კიდევ რუსოფილია, მოარიდეთ ასანთს, ბასრ ნივთებს…“ – დავით გადელია

დავიდავით გადელია სოციალურ ქსელში წერს: „როგორც ექიმს, ასეთი თხოვნა მაქვს: ვინც ჯერ კიდევ რუსოფილია, ან “ვაა, რუსი რა მაგარია!”-ს იძახის, არ ეჩხუბოთ, მით უფრო- არ დაცინოთ! შეეცადეთ გყავდეთ თვალსაწიერზე და მოარიდეთ ასანთს, ბასრ ნივთებს (თან ზურგიც არ მიუშვიროთ!..). ვფიქრობ, 2-3 თვეში გაუვლით…“

გურამ ჩალაგაშვილი – “ბიჭების უმრავლესობა უკრაინაში შემთხვევით გავიცანით….”

გურამ ჩალაგაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ამ ბიჭების უმეტესობა აქ უკრაინაში თავისით ჩამოვიდა, სრულიად შემთხვევით გავიცანით. ყველას კარგად ესმის რომ აქ უპირველესად საქართველოს იცავს და იმავდროულად ღარიბაშვილის საქციელით ქვეყნისათვის ნაგემ სირცხვილს სწმენდს ჩვენ ხალხს. #СлаваУкраiнi!”

ინგა გრიგოლია – “არ ვემხრობი, რომ რუსები საქართველოში არ უნდა შემოვუშვათ…”

ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა: “მე არ ვემხრობი ამ კატეგორიულ მოთხოვნებს, რუსები არ შემოვუშვათ, საქართველოში გადმოსვლის საშუალება არ მივცეთ, სახლი არ მივაქირავოთ და ასე შემდეგ. იმ ხალხსაც უნდა გამოასწროს თავიანთ რუს კიმ ჩენინს და ვისაც აღარ შეუძლია და აღარ უნდა პუტინის რუსეთში ცხოვრება, რატომ არ უნდა შევეშველოთ, უარი თქვან თავიანთ ფაშისტურ რეჟიმზე? მე რომ მომადგეს ვინმე […]

ირაკლი ოქრუაშვილი – “რას წარმოვიდგენდი, 48 წლის ასაკში უკრაინაში თუ ვიბრძოლებდი…”

ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ერთი კვირის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წინა დღეს, ტყვიავში ხეივანზე ვიჯექი და ვაზს ვსხლავდი. გამვლელ-გამომვლელი ახლობლები მეტწილად იმას მეკითხებოდნენ ვაზის სხვლის სწავლა როდისღა მოვასწარი, არადა რა სწავლა მაგას უნდა თუ მოინდომე. ზოგი იმას მეუბნებოდა თუ როგორ უკვირთ სოფელში, რომ უშუალოდ მე ვმუშაობ, თანაც ძალიან ბევრს. მოკლედ, გაგანია ომი მიდის, ვაზს ვსხლავ […]

ბაია პატარაია – “დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ”

ბაია პატარაიამ ფეისბუქში დაწერა: “დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ. მადლობა ღმერთს უპატრონოდ დარჩენილი უკრაინელი ბავშვი ბევრი არაა, თუ საერთოდ არსებობს. რომც არსებობდეს, უკრაინა (და არც სხვა ქვეყანა) ასეთ ბავშვს უცხოეთში არ გააშვილებს, ჯერ შეეცდება მისივე ნათესავებში უპოვოს შემფარებელი და თუ ასეთი ვერ ნახა, მერე სხვა უკრაინულ ოჯახში გააშვილებს. ყველა სახელმწიფო ასე იქცევა, არავინ თმობს საკუთარ […]

„სალომე ზურაბიშვილმა პუტინი იზოლაციაში მყოფ გიჟად გამოაცხადა“ – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “CNN-ზე ინტერვიუში, არც თუ ორაზროვნად, სალომე ზურაბიშვილმა პუტინი იზოლაციაში მყოფ გიჟად გამოაცხადა.”

ნიკოლოზ რაჭველი – “სინდისი მქენჯნის…”

ნიკოლოზ რაჭველმა ფეისბუქში დაწერა: “სინდისი მქენჯნის… რომ ვარ “მშვიდად” სახლში და შემიძლია “წყნარად” დავიძინო, როდესაც ის ხალხი ჩემს, ჰო, პირადად ჩემს, შენს, ჩვენს, თქვენს, მათსას, მთელი კ ა ც ო ბ რ ი ო ბ ი ს შიზოფრენიით შეპყრობილ მტერს სისხლის ბოლო წვეთამდე ჯერჯერობით მაინც მარტოდ მყოფი ებრძვის… აი ახლა გავიგე, პირველად, თუ რას ნიშნავს […]

კობა სუბელიანი – “ამერიკის საემიგრაციო სასამართლომ სტატუსი მომანიჭა”

კობა სუბელიანმა ფეისბუქში დაწერა: “გუშინ ამერიკის ფედერალურმა საემიგრაციო სასამართლომ სტატუსი მომანიჭა. ჩემი გულწრფელი მადლიერება ადვოკატ ეკატერინე ეგუტიას.”

გიორგი ფხაკაძე – “ტატიანა ფხაკაძე, გიორგი ფხაკაძე, დედის დღე ….”

გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქში დაწერა: “ტატიანა ფხაკაძე, გიორგი ფხაკაძე დედის დღე …. #drpkhakadze #mother #motherday Giorgi Pkhakadze”

ნანუკა ჟორჟოლიანი – “ირაკლი ალასანიას 30.000 ლარი ჩაურიცხავს… ენაზე არაფერი მაჩერდება…”

ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა: “არ წყდება შეტყობინებები, ამიტომ არ ვაცხადებთ ჯერ საბოლოო თანხას და ამ წუთას ვნახეთ ანგარიშზე, ირაკლი ალასანიას ჩაურიცხია 30 ათასი ლარი. Natia Panjikidze ვიფიქრე იქნებ სულ არ უნდა თქმათქო, მაგრამ ენაზე მე არაფერი მაჩერდება:) გადაეცი დიდი მადლობა ყველას სახელით!”