კატეგორია: სოციალური მედია

ხათუნა ხოფერია – “იან კელის რა დედამისის უნდა? კლოუნ ზელენსკის იმედად მიგდებული უკრაინელი ხალხია გადასარჩენი!”

ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა: “რა უნდა იან კელის?… უფრო სწორედ, რა დედიმისის უნდა იან კელის?… აღარ იციან საიდან მოგვიდგნენ, როგორ გვაიძულონ, რომ ორი სიტყვა დააცდენინონ საქართველოს ხელისუფლებას… ორი სიტყვა- საქართველო საფრთხეშია!!! …და წამოვა “მარდაჭერები”… თვითმფრინავები იარაღით გაძეძგილი… სტინგერები, ჩაფხუტები და ბრონიჟილეტები… განცხადებები და სტალინის სახლმუზეუმის მიწასთან გასწორების ჟრიამული… შეძახილები – ააა, საქართველო ხომ არ არის […]

„მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი“ – მეუფე მელქისედეკი

 მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) სოციალურ ქსელში წერს: „ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში არსებულ მოვლენებს. რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრ არასრულწლოვანს დააკარგვინა მშობელი, ბევრისა კი ახლაც ფრონტის ხაზზეა და იარაღით იცავს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ შვილებს, თავისუფლებას. ღვთის მადლით, ეპარქიაში მაქვს საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მზად ვარ უკრაინიდან […]

„ქეთა  კონცერტზე პირადი პრობლემების გამო არ იღებს მონაწილეობას“ – ნატო დუმბაძე

ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს: „მე კი ვიცოდი, მაგრამ შეგნებულად არ ვწერდი. ბოლომდე მაინტერესებდა, ვინ მტერი და ვინ მოყვარეა, მინდა გაგიცრუოთ იმედები და მოგახსენოთ, რომ ქეთა ამ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო არ იღებს მონაწილეობას! შეგრცხვათ? თუმცა არა, ეს ხომ ის კასტაა, გადაუმოწმებლად საკუთარს ხალხს ასე გადაუაროს და ბოლი გამოუშვას და ალანძღინოს!“

ნიკა გვარამია – “შეიარაღებულ რუსებთან შიშველი ხელით…”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “შეიარაღებულ რუსებთან შიშველი ხელით პირისპირ მეომარი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა – 21-ე საუკუნეში ამაზე მძლავრი თავისუფლების სიმბოლო ჯერ არ შექმნილა.”

ირაკლი ოქრუაშვილი – “ქართულ ოპოზიციას უპირობო და ეფექტური ლიდერი ეკვეთება…”

ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ამასობაში ქართულ ოპოზიციას უპირობო და ეფექტური ლიდერი ეკვეთება, მაგრამ ვერავინ გამოიცნობთ ვინაა. ვოლოდიმირ ზელენსკი. ეგღა თუ გვიშველის.”

ნათია ფანჯიკიძე – “უკანასკნელი მკვლელობა 5 წლის წინ ნიუ იორკში ჩავიდინე…”

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა: “უკანასკნელი მკვლელობა ხუთი წლის წინ ნიუ იორკში ჩავიდინე, ავტობუსისხელა ტარაკანა მოვკალი, რომელმაც ჩემი ტერიტორიული მთლიანობა უხეშად დაარღვია. ძრწოლამ რომ გადამიარა და დავხედე, უსულოდ როგორ ეგდო ახოვანი, წარმოსადეგი, ცრემლით დავიტირე.. რაღა უნდა მექნა, ვერ გავაცოცხლებდი. ფეხებში ხელი მოვკიდე, გვამი გადავათრიე და დავიფიცე, რომ აღარასდროს ჩავიდენდი მკვლელობას, რასაც აქამდე პირნათლად ვასრულებდი. ახლა კი […]

ვანო მერაბიშვილი – “უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში ვარ ქართველი იურისტების ჯგუფთან ერთად…”

ვანო მერაბიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ახალი ნიურნბერგის პროცესი პუტინის წინააღმდეგ. 2 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, იგივე ჰააგის ტრიბუნალმა, რომელიც იძიებს გენოციდის, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყო უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება. ტრიბუნალის გამომძიებლები უკვე იმყოფებიან უკრაინაში და უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების […]

„ჩემთვის ეგ ქალი არ არის საქართველოს პრეზიდენტი“ – ქავთარაძე ზურაბიშვილზე

ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს: „რადგან ახალი დღე დადგა, უკვე შემიძლია ვთქვა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე რასაც ვფიქრობ. მოკლედ, ქოცებს ეგ ქალი მაინც აღარ გევასებათ და დანარჩენებს აქამდეც არ გევასებოდათ, ამიტომ ალბათ არც არავინ დამიწყებთ გულწრფელ ლანძღვას. ჩემთვის ეგ ქალი არ არის საქართველოს პრეზიდენტი. მაგისი არჩევნები თუ მაინც გახსოვთ, მიხვდებით რას ვგულისხმობ. მაგრამ რადგან ოფიციალურად არის, […]

„რა ტურისტები, ხალხო?! რა საცხოვრებლად ჩამოსვლა, ვერ ხვდებით, რა ხდება?!“ – ბონდო მძინარაშვილი

ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელსი წერს: „კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ. ვურჩევდი მათ, არ დაძაბონ სიტუაცია, არ დააწესონ რაიმე შეზღუდვა. ჩვენ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და ვაგრძელებთ მათ შესრულებას. ვერ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების ესკალაციის ან გაუარესების აუცილებლობას. ყველა ჩვენი ქმედება წარმოიქმნება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ,“ – აღნიშნა […]

გია ხუხაშვილი – “ბორჯომის ნაციონალიზაცია უნდა მოვითხოვოთ…”

გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “როგორც იცით, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრძალავენ ბორჯომის, როგორც რუსული პროდუქტის და რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტის გაყიდვას. ეს პროცესი, როგორც ჩანს გაფართოვდება და მთლიანად დასავლეთს მოიცავს. საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რადგან ბორჯომი არ არის უბრალოდ პროდუქტი, ის გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი მატერიალური და თუნდაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტი. შესაბამისად, საქართველო […]