ბაია პატარაიამ ფეისბუქში დაწერა:
“დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ. მადლობა ღმერთს უპატრონოდ დარჩენილი უკრაინელი ბავშვი ბევრი არაა, თუ საერთოდ არსებობს. რომც არსებობდეს, უკრაინა (და არც სხვა ქვეყანა) ასეთ ბავშვს უცხოეთში არ გააშვილებს, ჯერ შეეცდება მისივე ნათესავებში უპოვოს შემფარებელი და თუ ასეთი ვერ ნახა, მერე სხვა უკრაინულ ოჯახში გააშვილებს.
ყველა სახელმწიფო ასე იქცევა, არავინ თმობს საკუთარ ბავშვს (მოსახლეობას) ადვილად. ეს სახელმწიფო ინტერესიცაა და ბავშვის ინტერესიცაა. პლუს მთელ ევროპაში და საქართველოშიც მწვავედ დგას უშვილობის პრობლემა და ბევრი ადამიანია რიგში ბავშვის ასაყვანად. მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა.
ქართველ ბავშვს მხოლოდ იმ შემთხვევაში აშვილებენ საზღვარგარეთ, თუ მასზე ყველა მოსურნემ უარი თქვა საქართველოში. და ვიზე ამბობენ უარს? სხვადასხვა ქრონიკული და მძიმე დაავადების მქონე ბავშვებზე.”

