ლაშა ღლონტმა 16 დეკემბერს ფეისბუქში დაწერა: “ჩემს თეას გამორჩეულ ადამიანს, არაჩვეულებრივ მეუღლეს და დიდ მეგობარს ვულოცავ იუბილეს ღმერთმა დიდ ხანს ბედნიერად და ჯანმრთელად მიმყოფოს შენი თავი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა”.
კატეგორია: სოციალური მედია
თეა გვასალია – “პირველი, რაც ცხოვრებაში ვიჩქარე, დაბადება იყო”
თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა: “პირველი, რაც ცხოვრებაში ვიჩქარე, დაბადება იყო – იანვარში მელოდებოდნენ და 16 დეკემბერს გადავწყვიტე მზის სინათლის ხილვა, მაგრამ გარეთ არც მზე დამხვედრია, არც სინათლე, რადგან ჯერ გათენებული არ იყო და მხოლოდ თეთრი ფანტელები ირეოდნენ ჰაერში. მას შემდეგ, ჩემს დაბადების დღეზე თოვლი არც მახსოვს, წელს საერთოდ ვარდი ყვავის აივანზე . ასე ნაადრევად დაბადებულს, […]
„ლექსიც არ ათქმევინეს ამ უსინდისოებმა ჩემს გიოტლუნკუნას“ – ზურაბ ნადირაძე
„მივწერე როგორც გიზოს და აღმოჩნდა იზო…“ – მანანა მანჯგალაძე
მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს: „ჩემი ტელეფონი სულ გადაირია. ერთ ადამიანთან მაქვს მიმოწერა მესინჯერში. არ ვართ ახლოს. მივწერე როგორც გიზოს და აღმოჩნდა იზო….. დამხვდა პასუხი: იცით, დღეს დილადე მამაკაცი ვიყავი და გიზო მერქვა, ქალბატონო მანანაო”. ვეღარაფერს ვპასუხობ ზაუტას რომ ვწერ და ზაურია მაგას ორივე მივეჩვიეთ.“
„ექიმებო, ყველა პენსიონერს არ ყავს შვილი…“ – ნანიკო ხაზარაძე
ტელეწამყვანი, ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს: „როდესაც პენსიონერს უნიშნავ წამლებს, რომლებიც მიმოფანტულია საქართველოს მასშტაბით, უნდა ირბინო, გაოფლიანდე დაიღალო და დახარჯო 340 ლარი. ექიმებო, ყველა პენსიონერს არ ყავს შვილი ….. თავად უწევს ჯერ ფულის და მერე წამლის მოპოვება იქნებ ჯენერიკ მედიკამენტები მაინც გამოუწეროთ, რომლებიც უფრო იაფია და არ მოითხოვს მარათონს”.
„ბარბარობა ბედობააო… მე ვსკდებოდი ლობიანების ჭამით…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს: „მთელი ბავშვობა მაჯერებდნენ, როგორი ბარბარობაც გექნება, ისეთი იქნება მთელი შენი წელიო:) მე ვსკდებოდი ლობიანების ჭამით და დიეტის გარდა არაფერი დამებედა:) წელს , ლობიანს ვანაცვლებ კარგი ადამიანებით სიყვარული მინდა დაგებედოთ. წადით იცეკვეთ, იცინეთ, დღესასწაული მოიწყვეთ:) ბარბარობა ნადვილი ბედობააო ბებიები ამბობდნენ.“
ლელა წურწუმია იატაკის ჯოხით ძაღლს ეთამაშება – ვიდეო
„ერთ-ერთი მოძალადის ადვოკატმა მკითხა: თქვენ ,,ელგებე-ს-ტე” აქტივისტი ბრძანდებით?” – დეა მამისეიშვილი
დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „5 ივლისზე ჩემი სამსხდომიანი გამოკითხვა, როგორც იქნა, დასრულდა. ,,აბსურდის თეატრზე” სხვა დროს, მოსამართლე რომ გადაწყვეტილებას გამოიტანს, მერე დავწერ (დასაწერიც და მოსაყოლიც ბევრი მაქვს!). ახლა მხოლოდ ერთ ,,ვაშკაცურ” ფრაგმენტზე შევჩერდები – ერთ-ერთი მოძალადის ადვოკატმა რომ მკითხა: „თქვენ ,,ელგებე-ს-ტე” აქტივისტი ბრძანდებით?” ნეტა, რისი თქმა უნდოდა?!“
„მე ფრთამოტეხილი… მიტოვებული… შვილმკვდარი დედის შვილი ვარ…“ – დიკა სალაყაია
დიკა სალაყაია სოციალურ ქსელსი წერს: ეს ერთი თვე ყველა ფრონტზე ვიბრძოდით… დილის ექვს საათზე წყნეთში ავდიოდით მე და დედა სალოცავად… მერე მამა ნიკოლოზთან… მერე გზად ტაძრებში… მარტო ჩვენ ვისხედით კლინიკის ჰოლში ანთებული სანთლით საღამოობით… ვინმე თუ სადმე დავიგულეთ ყველა ჩართული იყო… “ნახევარი საქართველო ამ გოგოზე რეკავსო” – კლინიკაში ამბობდნენ… 15 ქულით შევედით და საკეისრო დასჭირდა… […]
„საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ, ჯერ სახლისთვისაც ვერ მიყიდია ნაძვის ხე“ – ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს: „მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან საახალწლო წვეულებაზე. პირველ რიგში, დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი. საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ (ჯერ სახლისთვისაც ვერ მიყიდია ნაძვის ხე)). ჯერ ერთი ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება საახალწლო წვეულებისთვის შესაფერის განწყობაზე ვიყო და იქ ვითომც არაფერი ისე ვიყო. სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, […]










