„შიმშილობის დროს მეც აღმოვაჩინე დედაჩემი… გილოცავ დე დაბადების დღეს“ – ელენე ხოშტარია

„შიმშილობის დროს მეც აღმოვაჩინე დედაჩემი... გილოცავ დე დაბადების დღეს“ - ელენე ხოშტარიაელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს:

„ბავშვობაში 80 იანების ბოლოს 90 იანებში სულ მახსოვს მამაჩემის გვერდზე კლდესავით იდგა. შეიძლება ესეც არასწორი ნათქვამია, ერთად იბრძოდნენ დამოუკოდებლობისთვის, უფრო სწორი ფორმულირებაა.

მახსოვს 9 აპრილს გაბრაზებული და არა შეშინებული. ძალიან ბევრნაირი ურთიერთობა გვქონია მერე წლების განმავლობაში. წელს განსაკუთრებული წელი აღმოჩნდა ჩვენთვისაც. პირველად ვნახე სიტუაციაში, როცა თან დედაა და თან იდეით სავსე მოქალაქე, როცა თან უნდა კარგად ვიყო და თან პატივს ცემს ჩემ გადაწყბეტილებას.

მახსოვს სხვა კრიზისების დროს აღელვებული დედის როლი სძლევდა ხოლმე. ფბ ვოლზე უცხო ხალხთან დაწერილი მისი კომენტარები: ‘ლაკა ჩაიცვი გაცივდები’ , ან ატირებული პოლიციასთან ჩემი ჭიდაობის კადრებით. ხოდა წელს შიმშილობის დროს მეც აღმოვაჩინე დედაჩემი. მეც თან როგორც შვილმაც და როგორც მოქალაქემაც. ძალიან რთულია ამ ბალანსის დაცვა და ესე უსიტყვოდ გაგება. ყოველი წამი ჩემი საყრდენი იყო, არცერთ წამს არ დაუყენებია ჩემზე წინ საკუთარი ემოცია. არაა ეს ადვილი და ძალიან დავაფასე
გილოცავ დე დაბადების დღეს მაგრად იყავი, მაგრად ვიყოთ და ბევრჯერ აღმოგვეჩინოს ერთმანეთი და ამისგან ბედნიერების გნაცდა მიგვეღოს Irina Guncadze“