კატეგორია: სოციალური მედია

ვატო შაქარიშვილი – “ლომჯარია დესტაბილიზაციის სცენარის მონაწილეა და შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა!”

ვატო შაქარიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ მუხლი 10 საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: პუნქტი ე დაიკავა ან უკავია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას ნინო ლომჯარია ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას! ის არის დესტაბილიზაციის სცენარის მონაწილე!”

“ნაცებს ბიძინას დამარცხება თუ უნდათ, სააკაშვილის სათავეში მობრუნება უნდა დაივიწყონ” – მაია ჩიტაია

მაია ჩიტაიამ ფეისბუქში დაწერა: “ნაცების მომხრეებს მინდა მივმართო. თუ გინდათ ბიძინას დამარცხება, უნდა დაივიწყოთ სააკაშვილის მობრუნება სათავეში. რადგან მაგ საკითხში ჩემნაირი ხალხი ვერ გამოგყვებით.. ხოლო შუაშისტების მხარდაჭერის გარეშე ვერ მოუგებთ ივანიშვილს. მე პირადად, არანაირი პრობლემა არ მაქვს ნიკა მელიასთან, პირიქით, ხმაც მივეცი მეორე ტურში, მაგრამ სააკაშვილის მობრუნებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ჩემი სუბიექტური ახირების გამო კი არა, […]

“ამ ციდა გოგოში – ლომების ჯარია” – სულაშვილი ლომჯარიაზე

ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი ნინო ლომჯარიას შესახებ წერს: “ლომთჯარია ამ ციდა გოგოში – ლომების ჯარია” .

“მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება,  არც ერთი დღით!” –  სანდრა რულოვსი 

 მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, სან­დრა რუ­ლოვ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს: “დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას! მი­შას გა­დაყ­ვა­ნის გა­და­დე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა არც ერთი დღით!”

ნინო ლომჯარია – “ნინო ნაცვალაძე, მადლობა, რომ ხარ! ამ ჯგუფის შექმნა შენი დამსახურებაა!”

ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა: “ათასობით ადამიანი გვიხდის მადლობას ამ დღეებში, მე კი მინდა მადლობა გადავუხადო გოგოს, რომელიც არ ჩანდა, მაგრამ მისი დამსახურებაა, რომ რამდენიმე საათში შევძელით ასეთი უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა! მინდა იცოდეთ, რომ ეს გოგო გერმანიაში მოღვაწე ექიმი Nino Natsvaladze-ა! ნინო, მადლობა რომ ხარ, მადლობა რომ შენი გრაფიკის მიუხედავად თავდაუზოგავად მეხმარებოდი, რომ ეს […]

ინგა გრიგოლია – “პროკურატურა, გამოაცხვე ექიმთა საქმე, თორემ დაგვენგრა ოჯახი…”

ნინო ლომჯარიას ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელიც სააკაშვილის გლდანიდან გადაყვანის რეკომენდაციას იძლევა, ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში ასე შეაფასა: “ექიმების ბრიფინგის შემდეგ, ახალი დავალება ხვალისთვის პროკურატურას-გამოაცხეთ სასწრაფოდ ,, ექიმების საქმე,, თორემ დაგვენგრა ოჯახი”

„ბატონო ანდრეა, ღვთისგან ისე დაისჯებით, რომ მხოლოდ შემიძლია ვილოცო თქვენთვის“ – უგულავა ჯაღმაიძეს

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: „საპატრიარქოს ბიუროკრატმა ბატონმა ანდრეა ჯაღმაიძემ ახლა ტვ პირველის ეთერში წამყვანის შეკითხვაზე-რამე რომ მოუვიდეს მიხეილ სააკაშვილს ციხეში ვისი პასუხისმგებლობა იქნება? უპასუხა, რომ სააკაშვილის-რადგან მან გადაწყვიტა შიმშილობაო (ღარიბაშვილის ტექსტი გაიმეორა). ხედავთ, გახრწნილების, ფარისევლობის და ურჯულოების ფსკერს?! ე.ი. მოშიმშილე ადამიანი ციხეში რომ მოკვდეს, რომლის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ამდენი ადამიანი და პროფესიონალი ექიმი, თავადაც […]

„როცა ეს ტრაგიკული მომენტი დადგება, ივანიშვილი იტყვის მე მანდ არ ვიყავიო“ – ეკა მიშველაძე

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში წერს: “ივანიშვილი წავიდა, იმიტომ, რომ ვითომ მე რა შუაში ვარო. გეგმა დატოვებული აქვს და აღასრულებენ მისი მსახურები, იცის ეგ. ხელს რა შეუშლით? არავინ და არაფერი… და როცა ეს ტრაგიკული მომენტი დადგება, მერე იტყვის მე მანდ საერთოდ არ ვიყავი, მაგათ მოკითხეთო. დაელოდეთ, უყურეთ შორიდან რა მოხდება, თქვენ არავის გეხებათ არავის სიკვდილი, […]

„ვინმე დარჩა “ოცნებაში” ვისაც ესმის ახლა რა სახიფათოა ეს ქვეყნისთვის?“ – ეკა ბესელია

 ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს: „ჩვენ ვხედავთ , როგორ ღიად და დაუფარავად ამბობს უარს მმართველი პარტია – ადამიანის უფლებების დაცვაზე ! შურისძიება და ძალაუფლების შენარჩუნების მანიაკალური ვნება ანგრევს ყველაფერს და ქმნის გაუსაძლის გარემოს. ვინმე დარჩა “ოცნებაში” ვისაც ესმის ახლა რა სახიფათოა ეს ქვეყნისთვის? ?? არ ვიცი … ერთმანეთს ანუ პარტიას უმტკიცებენ “ერთგულებას” და დაავიწყდათ ადამიანი […]