“ნაცებს ბიძინას დამარცხება თუ უნდათ, სააკაშვილის სათავეში მობრუნება უნდა დაივიწყონ” – მაია ჩიტაია

"ნაცებს ბიძინას დამარცხება თუ უნდათ, სააკაშვილის სათავეში მობრუნება უნდა დაივიწყონ" - მაია ჩიტაიამაია ჩიტაიამ ფეისბუქში დაწერა:

“ნაცების მომხრეებს მინდა მივმართო.
თუ გინდათ ბიძინას დამარცხება, უნდა დაივიწყოთ სააკაშვილის მობრუნება სათავეში.
რადგან მაგ საკითხში ჩემნაირი ხალხი ვერ გამოგყვებით..
ხოლო შუაშისტების მხარდაჭერის გარეშე ვერ მოუგებთ ივანიშვილს.
მე პირადად, არანაირი პრობლემა არ მაქვს ნიკა მელიასთან, პირიქით, ხმაც მივეცი მეორე ტურში,
მაგრამ სააკაშვილის მობრუნებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ჩემი სუბიექტური ახირების გამო კი არა, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწიებით.
რადგან მისი სათავეში ყოფნა არის ქვეყნის ქრონიკული პოლიტიკური დესტაბილიზაციის წყარო.
ამას სანამ, ვერ გააცნობიერებთ, ვეჭვობ ბიძინას მორევა და ამ ჭაობიდან ქვეყნის გამოყვანა შეძლოთ.
მე კი არა, ელენე ხოშტარია და ჩერგოც კი ეწინააღმდეგებიან მიშას გაპრემიერებას კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში.”