„როცა ეს ტრაგიკული მომენტი დადგება, ივანიშვილი იტყვის მე მანდ არ ვიყავიო“ – ეკა მიშველაძე

„როცა ეს ტრაგიკული მომენტი დადგება, ივანიშვილი იტყვის მე მანდ არ ვიყავიო“ - ეკა მიშველაძეჟურნალისტი ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ივანიშვილი წავიდა, იმიტომ, რომ ვითომ მე რა შუაში ვარო. გეგმა დატოვებული აქვს და აღასრულებენ მისი მსახურები, იცის ეგ. ხელს რა შეუშლით? არავინ და არაფერი… და როცა ეს ტრაგიკული მომენტი დადგება, მერე იტყვის მე მანდ საერთოდ არ ვიყავი, მაგათ მოკითხეთო.

დაელოდეთ, უყურეთ შორიდან რა მოხდება, თქვენ არავის გეხებათ არავის სიკვდილი, არც ამ ქვეყნის ბედის უკუღმა დატრიალება და არც არაფერი. გადაბრუნდით ლოგინში, დაისვენეთ, ან აქ გააგრძელეთ კაკუნი!”