„ბატონო ანდრეა, ღვთისგან ისე დაისჯებით, რომ მხოლოდ შემიძლია ვილოცო თქვენთვის“ – უგულავა ჯაღმაიძეს

„ბატონო ანდრეა, ღვთისგან ისე დაისჯებით, რომ მხოლოდ შემიძლია ვილოცო თქვენთვის“ - უგულავა ჯაღმაიძესგიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს:

„საპატრიარქოს ბიუროკრატმა ბატონმა ანდრეა ჯაღმაიძემ ახლა ტვ პირველის ეთერში წამყვანის შეკითხვაზე-რამე რომ მოუვიდეს მიხეილ სააკაშვილს ციხეში ვისი პასუხისმგებლობა იქნება?

უპასუხა, რომ სააკაშვილის-რადგან მან გადაწყვიტა შიმშილობაო (ღარიბაშვილის ტექსტი გაიმეორა).
ხედავთ, გახრწნილების, ფარისევლობის და ურჯულოების ფსკერს?! ე.ი. მოშიმშილე ადამიანი ციხეში რომ მოკვდეს, რომლის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ამდენი ადამიანი და პროფესიონალი ექიმი, თავადაც აცხადებს რომ კლინიკაში შეწყვეტს შიმშილობას და ხელისუფლება თურმე არაფერ შუაშია.
ბატონო ანდრეა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ღვთისგან ისე დაისჯებით, რომ მხოლოდ შემიძლია ვილოცო თქვენთვის.“