ვალერი კატუკიამ ფეისბუქში დაწერა: “ძალიან ძნელია Nino Makharashvili-Baratashvili-ზე წარსულში ილაპარაკო, ადამიანზე, რომელშიც შერწყმული იყო სილამაზე, ნიჭი და განათლება, იყო საიმედო კოლეგა და მეგობარი. რამოდენიმე პროექტის განხორციელება გვსურდა ერთად მაგრამ ვერაგმა სენმა ამ ქვეყნად არ დაგვაცალა. მჯერა და მწამს იმქვეყნად ცხოვრება გრძელდება და იქ მაინც შევძლებთ ჩვენი იდეების განხორციელებას. საშინლად დამწყვიტე გული, შეხვედრამდე პროფესორო!!!” ნინო მახარაშვილი-ბარათაშვილის […]
კატეგორია: სოციალური მედია
„მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ვარ და მე ჩამოვედი“ – ნიკო კვარაცხელიას მოძღვარი
ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს: “მამა კონსტანტინი ნიკოს პირველი მოძღვარია, რომელიც უკრაინიდან ჩამოფრინდა დღეს! მისთვის უნდა ვიგალობოო, თქვა. პირველი აღსარება მისთვის ჩაუბარებია! გული გამეგლიჯა, როცა გვითხრა, რომ მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ვარ და მე ჩამოვედიო. ისე კი ნამდვილად სასწაულია – პირველად სტიქარი ღვთისმშობლობის დღეს ჩაუცვია და ღვთისმშობლობის დღეს მივაბარეთ მიწას! […]
“ნიკო 30.000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე, რამდენი მუჭაც იყო, იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა” – ზურიკო გოგოხია
დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს ფიქრის გორაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია. ამის შესახებ ზურიკო გოგოხიამ ფეისბუქში დაწერა: “მე პირველად ვიყავი ჩემზე ასაკით უმცროსი ადამიანის გასვენებაზე. 30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო. არსად მინახავს ადამიანებს მუჭის მიწა ცრემლით დაესველებინოს და ისე მოეფრქვიოს სამარეზე. რამდენი მუჭაც იყო იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა საბურთალოს სასაფლაოს აღმართიდან. ყველამ გულით ვიტირეთ განსაკუთრებით […]
ნანუკა ჟორჟოლიანი – „მომბაძეთ, 5 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს დამინებებია სიგარეტზე თავი“
„კრიპტო ეპისკოპოსებო, სად ჯანდაბაში მიგაქვთ ეს ფულები?“ – გიორგი გასვიანი
გიორგი გასვიანი ფეისბუქზე წერს: „კრიპტო ეპისკოპოსებო, ამდენ მძიმე სენით დაავადებულებს რა ეშველება?? ტელეწამყვანები, ცნობილი ადამიანები, და ინფლუენსერები “ვაშეარებთ” ყოველდღე მათ დასახმარებელ ფოტოებს და ანგარიშის ნომრებს, რომ 1 ლარით მაინც დაეხმაროს ვინმე! თქვენ კი მილიონებით მდიდრდებით! სად ჯანდაბაში მიგაქვთ ეს ფულები???? ბოსტნების მაგივრად მაინინგები ჩაგიდგამთ მონასტრების ეზოებში! ერთი მაინინგი მაინც დაგედგათ გაჭირვეულთა და მძიმე სენიანთა დასახმარებლად! […]
ზურაბ გურული – “სხვანაირად მინდოდა 55-თან შეხვედრა, მაგრამ რა გაეწყობა…”
ზურაბ გურულმა ფეისბუქში დაწერა: “კორონა-პანდემია რომ არა, ცოტა სხვანაირად მინდოდა 55-თან შეხვედრა, მაგრამ რა გაეწყობა, ეტყობა ასე იყო საჭირო; არავინ იცის არსთაგამრიგის ზრახვები და გეგმები. ღვთისმშობლობას ვულოცავ საქართველოს; სასიკეთოდ შემობრუნებულიყოს ბედის ჩარხი ჩვენი ნაწვალები და ნატანჯი ქვეყნისთვის.”
ბიძინა კულუმბეგოვი – “დასახოცი დავხოცე, ფულებით გავივსე და წავედი…”
ბიძინა კულუმბეგოვმა ფეისბუქში დაწერა: “დასახოცი დავხოცე, ფულებით გავივსე და წავედი… ამ ხალხის ფანტაზია სად მიდის ნეტა ვიცოდე? ბოლო სად ექნება?! პ.ს. არც ამაზე ნაკლები ნიუსი უნდა დადო სააგენტომ, ხალხს ცხოველი ინტერესი ხომ უნდა დაუკმაყოფილო” ამ პოსტით ალერგოლოგმა უპასუხა ფეისბუქში გამოქვეყნებულ ხათო სარალიძის პოსტს.
გვანცა ჯობავა – “ეს ლამაზი ბიჭი 23 წლის მამაჩემია, ფოტო საბჭოთა კაგებეს მძევალს გადაუღეს”
გვანცა ჯობავამ ფეისბუქში დაწერა: “ეს ლამაზი ბიჭი 23 წლის მამაჩემია, ეს ისტორიული ფოტო კი, 1963 წელს გადაუღეს საბჭოთა კაგებეს მძევალს. დღეს შემთხვევით მივაკვლიეთ ეროვნული ბიბლიოთეკის „ციფრული ფოტომატეანის“ ბაზაში და მიუხედავად იმისა, რომ, ცხადია, ამბავი ჩემთვის სიახლე არაა, მაინც ძალიან ამაღელვებელი იყო ამ გვერდის აღმოჩენა. არასდროს არსად ყვებოდა, არასდროს ახსენებდა ამ ისტორიას, თავი არასდროს მოჰქონდა. მაგრამ […]
“არ მჯერა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში კაკულიას შვილები ურევია” – ავთო გოგიჩაიშვილი
ნიკო კვარაცხელიას მკვლელბის შესახებ ავთო გოგიჩაიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “არ მჯერა მე ვერსიის, რომ ეს მამის მკვლელობის გამო შურისძიებაა. ეს ვერსია შეიძლება ბევრს აწყობს და პირველ რიგში დღევანდელ, სამშობლოს მოღალატე და რუსეთის სპეცსამსახურებთან მოკურკურე ხელისუფლებას და სულაც რუსეთში მოფიქრებული და ორგანიზებული მგონია ეს ამბავი. რაღა ოცი წლის შემდეგ გაახსენდათ კაკულიას შვილებს, რომ გია კვარაცხელიას შვილი ყავდა? […]
“სოსო ფხაკაძეზე ყურმოჭრილს ვის ნახავდნენ?!” – ქეთევან ენუქიძე
სისხლიანი ბანერების ადგილები ვისოლის ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ “ოცნებას” უსასყიდლოდ დაუთმო. ამას ქეთევან ენუქიძე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “ეხლა გასაგებია, რატომ დაუთმო მერიამ ფხაკაძეს ბანერები 890875 წლიანი ვადით… მაგაზე ყურმოჭრილს ვის ნახავდნენ? თან ბიუჯეტის ფული რომ გვაქვს გადახდილი ამ საზიზღრობაში…. გაბრიაძეს უფასოდ დაუთმოო, რომ გვაყვედრიან კიდეც.”









