„მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ვარ და მე ჩამოვედი“ – ნიკო კვარაცხელიას მოძღვარი

„მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ვარ და მე ჩამოვედი“ - ნიკო კვარაცხელიას მოძღვარინინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს:

“მამა კონსტანტინი ნიკოს პირველი მოძღვარია, რომელიც უკრაინიდან ჩამოფრინდა დღეს! მისთვის უნდა ვიგალობოო, თქვა.

პირველი აღსარება მისთვის ჩაუბარებია! გული გამეგლიჯა, როცა გვითხრა, რომ მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ვარ და მე ჩამოვედიო.

ისე კი ნამდვილად სასწაულია – პირველად სტიქარი ღვთისმშობლობის დღეს ჩაუცვია და ღვთისმშობლობის დღეს მივაბარეთ მიწას!

წავიდა ჩვენი მომავლის ბიჭი ნიკო”.