“გულისხმიერო, გონიერო, ერთგულო, კრასავიცა – დაუჯერებელია შენი წასვლა” – ნინო მახარაშვილი-ბარათაშვილი გარდაიცვალა

"გულისხმიერო, გონიერო, ერთგულო, კრასავიცა - დაუჯერებელია შენი წასვლა" - ნინო მახარაშვილი-ბარათაშვილი გარდაიცვალავალერი კატუკიამ ფეისბუქში დაწერა:

“ძალიან ძნელია Nino Makharashvili-Baratashvili-ზე წარსულში ილაპარაკო, ადამიანზე, რომელშიც შერწყმული იყო სილამაზე, ნიჭი და განათლება, იყო საიმედო კოლეგა და მეგობარი. რამოდენიმე პროექტის განხორციელება გვსურდა ერთად მაგრამ ვერაგმა სენმა ამ ქვეყნად არ დაგვაცალა. მჯერა და მწამს იმქვეყნად ცხოვრება გრძელდება და იქ მაინც შევძლებთ ჩვენი იდეების განხორციელებას. საშინლად დამწყვიტე გული, შეხვედრამდე პროფესორო!!!”

ნინო მახარაშვილი-ბარათაშვილის გარდაცვალებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

“მართლაც რა ხანმოკლეა და ხან რაოდენ უსამართლო ცხოვრება. საქართველომ დაკარგა დიდი საგანძური თქვენი სახით და ვინც კი შორი-ახლოს იცნობდა იცის ყოველივემ, რომ ერთგვარი სახე იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის. ვუთანაგრძნობ ყველა პროფესორ-მასწავლებელს ამ დიდ ტკივილს. ჩემთვის გამორჩეული ადამიანი წავიდა იმ ქვეყნად და თან წაიღო დიდძალი ცოდნის საგანძური, რომლითაც საქართველოს არაერთი კარგი საქმე ელოდა. დაუჯერებელია და მაინც რატომ?”

“ნინაჩკა…ასე გეძახდი მუდამ. გულისხმიერო, გონიერო, ერთგულო, კრასავიცა. დაუჯერებელია შენი წასვლა. სამუდამო სასუფეველი შენს სულს!”

“არაა! ნინო არა! ერთგული მეგობარი! თანამშრომელი და ძალიან მაგარი გულშემატკივარი. ”

“ვაიმეეე, რა წავიკითხე… ნინო, როგორ შემაყვარე თავი….რა ვთქვა აღარ ვიცი….” – წერენ ფეისბუქში.