კატეგორია: სოციალური მედია

“მიეცით გია კვარაცხელიას შვილთან, ნიკოსთან, გამოთხოვების უფლება!” – ქეთი ლომაია

ნიკა კვარაცხელიას მამა გია კვარაცხელია კანონიერ ქურდად პაატა ჩლაიძემ და გოგი ჩიქოვანმა მონათლეს

ქეთი ლომაიამ ფესიბუქში დაწერა: “მე არ ვიცი ვინაა გია კვარაცხელია, მისი სახელი და გვარი პირველად ამ რამდენიმე დღის წინ გავიგე, არც ის ვიცი რა ცხოვრებით იცხოვრა, რა გააკეთა თუ გააფუჭა, მაგრამ დღეს ის ჩემთვის შვილმკვდარი მამა, რომლის ბედსაც არცერთ ცოცხალ არსებას არ ვუსურვებ დედამიწაზე. მიეცით შვილთან გამოთხოვების უფლება, ნუ დაიდებთ ცოდვას გისაც გეხებათ! ქვა ტირის […]

„გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები… ჩიკა გააცოცხლეთ!“ – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე _ "ამსტერდამის აეროპორტში ქართული ისტერიის მსხვერპლი აღმოვჩნდი"

„ჩიკა მოკვდა! გლოვობს მთელი საქართველო. გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები. მოითხოვენ ქეთი დევდარიანისაგან გააცოცხლოს ისევე, როგორც გააცოცხლეს ჯონ სნოუ. პირველი შემთხვევაა, რომ ღალატი არ აპატიეს. გადადიოდნიდნენ “რუსთავიდან” “იმედში”, ბრუნდებოდნენ “იმედიდან” “რუსთავში” თუ “მთავარში”, კრიტიკულ არხებზე რეიტინგული მუსიკალური შოუების მთელი ჟიური და სარეკლამო სახეები გადაბარგდებოდნენ სახელისუფლებო არხებზე, მერე ზოგიერთი ისევ გადმობარგდებოდა უკან. როგორ უნდა გესაყვედურა, […]

“გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის მოწმე დღეს სუსის აგენტია” – ვახო სანაია

ვახო სანაია - "ბერთუბანი საქართველოა თუ აზერბაიჯანი?"

ვახო სანაიამ ფეისბუქში დაწერა: “გთხოვთ, წაიკითხოთ და გააზიაროთ ! სუსის ფაილებში მივაკვლიე ერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. მოგეხსენებათ, ჩემი ძმის, გიორგი სანაიაs მკვლელობა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა სტრუქტურა ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა. თავიდანვე დაიწყო საქმის გაყალბება. ყველა მექანიზმი ჩართეს ფაბრიკაციისთვის. საქმე ყალბდებოდა პირველივე საათებიდან. იმავე დღეებში გამოჩნდნენ ,,მოწმეები’’, რომლებიც გამოძიებას აძლევენ წინასწარ შეთანხმებულ ჩვენებებს. რეალურად ესენი […]

გიორგი გამსახურდია – „თქვე ნაბიჭვრებო, ეს რა ბიჭი მოკალით… თქვენი მტერი ვარ, ვიყავი და ვიქნები“

გიორგი გამსახურდია - „თქვე ნაბიჭვრებო, ეს რა ბიჭი მოკალით... თქვენი მტერი ვარ, ვიყავი და ვიქნები“

ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას ტვიტერში ასე გამოეხმაურა: „ბოდიში ჩემი ავყიობისთვის, უბრალოდ ეს ისეთი შემთხვევაა, სადაც სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. თქვე ნაბიჭვრებო, თქვენი ქურდულის და თქვენი მენტალობის დედას ვთხარე, თქვე გარეწრებო, სისხლისმსმელო ბნელო გარეწრებო. ეს რა ბიჭი, ეს რა სიცოცხლე და ადამიანი მოკალით. თქვენი მტერი ვარ, ვიყავი და ვიქნები“.

ვიკა ბუკია – “ამ თოხიანმა ბიჭმა ბავშვს თავი მოაკვლევინა, მთელი ოჯახი გაანადგურა…”

ვიკა ბუკია - "რესტორან "კაჭრეთის ჩემპიონში" რუსულები ჩართეს..."

ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა: “წინა სეზონში ბაქარმა როგორ გაანადგურა ოჯახი ხომ გახსოვთ? აი, ამ სეზონში ეს “ვითომც არაფერი” რა კარგად ჩანს. რა საშიში და შემზარავია ეს “ვითომც არაფერი”. ვითომც არაფერი მომხდარა. ჩადის სოფელში, უჭირავს თოხი, არჩევნებში იღებს მონაწილეობას. დგას თოხით ხელში და მზადაა მთელ სოფელს დაეხმაროს, ოცნებები აუსრულოს. მაგალითად, ვინც პირველად უყურა გუშინდელ სერიას, ვერც […]

ნუგზარ სულაშვილი – “მე და ჩემი ფრანგი კოლეგები ქართველი ემიგრანტებით არ ვვაჭრობთ”

"ვიღებ სამძიმრებს და უცებ ხელს მართმევს ჩემი ნაცნობის გარდაცვლილი მამა..." - რა შეემთხვა ნუგზარ სულაშვილს

საფრანგეთში მცხოვრებმა ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ხალხო კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ! არავის არ გჭირდებათ ჩემთან შუამავლის მოძებნა. არ მაინტერესებს არც თქვენი აღმსარებლობა და არც პოლიტიკური შეხედულება. არც ის თუ სადმე ოდესმე მაგინეთ და მლანძღეთ. თქვენ საკუთარ შვილებზე და ოჯახის წევრებზე ახლობელი არავინ არ გყავთ. მეც თქვენსავით მიყვარს ჩემი შვილები, დედ-მაშივილები, მეგობრები. . . თვლით, რომ შემიძლია […]

“ეს არის ნიკოს დედა, საოცარი გოგო იზა, ხუთი შვილის დედა…” – ნინო ზამბახიძე

"ეს არის ნიკოს დედა, საოცარი გოგო იზა, ხუთი შვილის დედა..." - ნინო ზამბახიძე

ნინო ზამბახიძემ ფესიბუქში დაწერა: “ეს არის ნიკოს დედა ჩემი მეგობარი საოცარი გოგო იზა! ხუთი შვილის დედა რომელმაც გასაოცარი ბავშვები გაზარდა. უფროსი იყო ნიკო. ოჯახის გადაწყვეტილებით, გააგრძელებენ ნიკოს დაწყებულ საქმეს აქაც და უცხოეთშიც. ასევე დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას! მომავლის ბიჭის სახელობის მომავლის სტიპენდიას”

იზა კვარაცხელია – „ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე“

იზა კვარაცხელია - „ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე“

ფეისბუქში ნიკო კვარაცხელიას დედის, იზა კვარაცხელიას, ნათქვამი გავრცელდა: ,„მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინაც ნიკოს მკვლელი გაზარდა…”

“გახარიამ ავსტრიაში ნარკოშემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა” – ლევან ნიკოლეიშვილი

„მინდია დავითაძემ საქპატენტში 30 ახლობელი დაასაქმა“ - ლევან ნიკოლეიშვილი

გახარიას ინფორმაციას ვენის კლინიკაში ნარკოტესტის ჩატარების შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “გახარიამ გუშინ დიდი ზარ – ზეიმით გამოდო რაღაც დოკუმენტი, ავსტრიაში კვლევა ჩავიტარე და ნარკოტიკებთან შეხება არ მაქვსო. ამ ბლეფზე ოდნავ მოგვიანებით საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით, მაგრამ მანამდე მაინც რომ იცოდეთ, ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა.”

“ვინც კოვიდი გადაიტანა და აიცრა, ყველაზე კარგი იმუნიტეტი აქვს” – ბიძინა კულუმბეგოვი

"აუცრელს 5-ჯერ მეტი შანსი აქვს დაემართოს კოვიდი, ვიდრე აცრილს!" - ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვმა ფეისბუქში დაწერა: “გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?” პასუხი მოკლე და ლაკონურია “თუ გადარჩი კი” რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ ინფიცირებულების 1/3- ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს), ამიტომ დღეს რაც მყარად ვიცით, ისაა, რომ ვინც გადაიტანა და აიცრა, ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ. ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ […]