ნუცა დუჩიძემ ფეისბუქში დაწერა: “გუშინ, ღამე 11 საათი იქნებოდა, ჩემს ეზოში მანქანამ ბიჭი გაიტანა. ალბათ არასდროს დამავიწყდება იმ უბედურის ხმა. მე-12 სართულზე მესმოდა და თავიდან ვერც კი მივხვდი, ადამიანი იყო თუ ცხოველი, რაღაც გაუჩერებლად ხაოდა. ვინც იცის ნინა ჟვანიას ქუჩა, ეცოდინება, როგორ დაავიწროვეს სხვადასხვა მშენებლობებმა, ვისაც როგორ მოუნდა, მიიტაცა ტროტუარი და მიიერთა ეზოზე. ამ ადგილას […]
კატეგორია: სოციალური მედია
ანი ნადარეიშვილი – “ეს ფოტო ზუსტად 17 წლის წინაა გადაღებული და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია…”
თამაზ ნადარეიშვილს დღეს 67 წელი შეუსრულდებოდა. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა ანი ნადარეიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ეს ფოტო ზუსტად 17 წლის წინაა გადაღებული, მაშინ 50 წლის გახდა და რამდენიმე დღეში აღარ იყო… ეს ჩვენი ბოლო ფოტოა და მიუხედავად იმისა რომ არც ხარისხით გამოირჩევა და არც რაკურსით, ჩემთვის ყველაზე ძვირფასია… დაბადების დღეს გილოცავ მაა ძალიან მიყვარხარ!”
„კოვიდზე ტესტი დადებითია და მიშელთან შეხვედრას ვერ დავესწრები“ – ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: „პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები. შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR ტესტი. გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს, რომ პასუხი დადებითია. არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია, რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები. რის თქმას ვაპირებდი შეხვედრაზე: მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შეფასებით, „ოცნებამ“ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების, მათივე შეფასებით, ყველაზე პრინციპული მუხლი […]
„ეს ყოფილა საშინელება, როცა სუნთქვა აღარ შეგიძლია“ – მაკა რაზმაძე
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს: „მინდა მოგიყვეთ ჩემი ამბავი! ეს ყოფილა საშინელება, როცა სუნთქვა აღარ შეგიძლია. ბოლომდე ვერ ახერხებ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას… ჩემი ფეხით მივვარდი საავადმყოფოში და იქ დაიწყო რაც დაიწყო – აღმომაჩნდა ანტისხეულები და ესეიგი აღმოჩნდა რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე არც არაფერი – აი ასე უბრალოდ გადამიტანია და მორჩა! და […]
ინგა გრიგოლია ღარიბაშვილის სხეულზე ხტუნაობაზე – “ვიხტუნავებ, არა კვახი! რანაირი დებილობები მოგდით თავში”
ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა: ტროლ-ბოტების ფაბრიკავ . რანაირი დებილობები მოგდით თავში? ვიხტუნავებ არა,კვახი)))))) თვითონ ფიქრობენ ალბათ ამას ღარიბაშვილზე და მე მაწებებენ,გრიგოლია ნახეთ,რას ამბობსო . აი ,ამ ფეიკს დაათრევენ ამ თავის კედლებზე და აქვთ ორომტრიალი . ვაი თქვენს პატრონს!. წერეთ და იგონეთ,მე რა მენაღვლება,მაგრამ ასეთი დაბალი წარმოდგენა გაქვთ თქვენს მხარდაჭერებზე, რომ მსგავს სისულელეებს იჯერებენ? თან რა […]
“როგორ მოვიქცეთ, როცა შალვა პაპუაშვილი მოგახტებათ” – ვიკა ბუკია
ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა: “პირველადი სასწრაფო დახმარების წიგნში, სადაც ასწავლიან “როგორ მოვიქცეთ გულის წასვლის დროს”, “რას ვშვრებით როცა ვინმეს გადაუცდება საჭმელი”, “როგორ ვიქცევით როცა კრუნჩხვა ემართება ადამიანს”, ან “ანაფილაქსია”, უნდა იყოს პუნქტი: “როგორ უნდა მოვიქცეთ როცა შალვა პაპუაშვილი მოგახტებათ”. მართლა არ ვიცი მაგ დროს რა უნდა ქნა. და ისწავლებოდეს უნდა.”
„მოვუწოდებ უილიამ კორტნის, მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას“ – რატი იონათამიშვილი
„ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი ფეისბუქზე წერს: „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის შემაშფოთებელ განცხადებებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თემა პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. დამეთანხმებით, რომ ყოფილ ელჩს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის წარსულში მსახურობდა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რაიმე მოვლენაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებამდე, […]
თაკო ჩარკვიანი რეზო ამაშუკელს – “ტრ-კი დააყე, თამაშს უკელი!”
თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს: “რეზო ამაშუკელის ავადმყოფური ღვარძლით სავსე ვიდეო ჩამიგდეს მესინჯერში სრულიად ჟურნალისტიკას რომ ლანძღავს უშვერი სიტყვებით, “ღორებად” მოიხსენიებს ყველას და ჯანსუღის – მამაჩემის ცნობილი ხუმრობა მომაგონდა ამაშუკელს რომ უთხრა მრავალი წლის წინ: ”ბიჭო რეზო , ბევრჯერ დაგინახეს წიწამურთან ილიას სახლთან მიდამოებში, ჰოდა სულ ტყუილად დაეთრევი, რაგატკას” არ გესვრის არავინო” (ხუმრობას ზუსტად ვციტირებ). […]
“გილოცავთ, ბატონო პრემიერო, საქართველოში ქუჩაში გამოსვლა უკვე საშიშია“ – გურამ შეროზია
გურამ შეროზია ფეისბუქზე ფოტოს აქვეყნებს და წერს: “გილოცავთ ბატონო პრემიერო, საქართველოში ნამდვილად დადგა ის დღე, როცა ქუჩაში გამოსვლა უკვე საშიშია, 10 წუთის წინანდელ ამბავს გიყვებით! მოვდივარ წერეთელზე, ვჭამე და მანქანისკენ და მომდევს მთვრალი ტიპი. ნუ, თავაზიანად გავუჩერდი, თუმცა სახეზეც აწერია რომელი კლასტერიდანაა. შენ შეროზია ხარ ხოო? გახლავარ. კაიფში გაპარული კაცის გამო აქციები სწორიაა? ვაღიარებ, ცოტა […]










