„ღმერთო გადაარჩინე ლია სალაყაია, ჩემი და ჩემი დის გალობის მასწავლებელი“ – კობა სუბელიანი

„ღმერთო გადაარჩინე ლია სალაყაია, ჩემი და ჩემი დის გალობის მასწავლებელი“ - კობა სუბელიანიკობა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს:

„ქალბატონი ლია სალაყაია კოვიდის დიაგნოზით დაუწვენიათ რატიანის საავადმყოფოში. ჩემი და ჩემი დის გალობის მასწავლებელი ხუთი ექვსი წლის ასაკიდან.
და არა მარტო ჩვენი. პირველი საკვირაო სკოლის დამაარსებელი სიონში.
მის ხელში გავიზარდეთ ბავშვები. დები მამულაშვილები, პალიკო და მარი შავიძეები, ძმები აბაიშვილები. რა ჩამოთვლის ყველას, რამდენი თაობა გაზარდა.
ღმერთო გადაარჩინე.
ილოცეთ მისთვის და გასაჭირში მყოფი ყველა ადამიანისთვის.“