“აქტივისტების დევნაში გაწეული ღვაწლი დაუფასდა” – გომელაურმა გოგა მემანიშვილი დააწინაურა

"აქტივისტების დევნაში გაწეული ღვაწლი დაუფასდა" - გომელაურმა გოგა მემანიშვილი დააწინაურასამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ სოციალურ ქსელში დაწერა:

“გოგა მემანიშვილს აქტივისტების დევნაში გაწეული ღვაწლი დაუფასდა და დააწინაურეს თბილისის საპატრულოს უფროსის მოადგილედ.

წინასაარჩევნო პერიოდი და სამოქალაქო პროტესტი კიდევ უფრო რეპრესიულ გარემოში ჩაივლის. მეტი უკანონოდ დაკავებული და დაჯარიმებული აქტივისტითა და დაზარალებული დემონსტრანტებით.

ეს ის გოგაა, მე და მაქარაშვილს ხელები რომ მოგვტეხა და ადამიანების თავისუფლებით რომ გვევაჭრებოდა-დაიშალეთ და გამოვუშვებთო”.