ეკა კვესიტაძე – “საავადმყოფოში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჰილარისთან ინტერვიუსთვის მე შემარჩიეს”

ეკა კვესიტაძე - "საავადმყოფოში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჰილარისთან ინტერვიუსთვის მე შემარჩიეს"ეკა კვესიტაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ბარემ დავდებ ამ ფოტოებს, ყველას დავასწრებ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემს კარიერაში ჯონ ბასის წყალობით. ჯერ კიდევ საავადმყოფოშო ვიყავი (პატარა ოპერაციის შემდეგ) როცა საელჩოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჰილარი კლინტონთან ინტერვიუსთვის მე შემარჩიეს, მოთხოვნა არც კი მქონდა გაგზავნილი.

ამაზე დიდი შოკი მაშინ მოვიღე, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა 2005 წელს ამერიკის პრეზიდენტთან ინტერვიუზე ამერიკაში, თეთრ სახლში მიმიწვია. მოკლედ, კაი დრო იყო.

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი პრეზიდენტმა ბაიდენმა სულ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე დაასახელა.”

ეკა კვესიტაძე - "საავადმყოფოში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჰილარისთან ინტერვიუსთვის მე შემარჩიეს"