კატეგორია: სოციალური მედია

სვეტიცხოველის საძმო – “ბერას ჯვრისწერის დროს სვეტიცხოვლიდან არავინ გაუყრიათ”

ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის დროს სვეტიცხოვლიდან მომლოცველების გაყრის შესახებ ინფორმაციას სვეტიცხოველის საძმო ფეისბუქში ასე გამოეხმაურა; “11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ. სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს. სვეტიცხოველის საძმო.”

ნინი ქარსელაძე – “ვინც ხმას აძლევს ვაშაძეს, ჩემთვის ყველა ნიკა გვარამიაა”

ნინი ქარსელაძემ ფეისბუქში დაწერა: “მესმის, რომ 9 აპრილის თემა ყველა ქართველისთვის ძალიან მძიმეა, ამ თემას რომ ეხები, მინიმუმ სიტყვების ამგვარი კორიანტელისგან თავი უნდა შეიკავო … ვინმე იური მეჩითოვი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დღეს ამდაგვარ შეფასებას აძლევს ძალიან უინტერესოა ჩემთვის! საშინლად მიუღებელია ამ ნათქვამის დაკავშირება პოლიტიკასთან და სალომე ზურაბიშვილთან!!! მე 9 აპრილს ბიძა მომიკლეს […]

ნიკა გვარამია – “ახლა წარმოვიდგინე, ედუჩა სააკაშვილის ქორწილისთვის სვეტიცხოველი რომ დაეხურათ”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “საგრადა ფამილია ზეიმობს დღეს უფლისწულის ჯვრისწერას სვეტიცხოველში! ps ახლა წარმოვიდგინე, ედუჩა სააკაშვილის ქორწილისთვის სვეტიცხოველი რომ დაეხურათ. კი არა და, მცდელობაც რომ ქონოდათ 🙈”

ია მეტრეველი: ,,არ გამოვრიცხავ, სარალიძე მოკლან”

,,არ გამოვრიცხავ, სარალიძე მოკლან და ხალხს გადააბრალონ,- ამის შესახებ, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს. “თუ გახსოვთ, ვაკის პარკში, აქციაზე ზაზა სარალიძეს ვუთხარი, თუ დასჭირდათ მაგ კრიმინალ “ნაცებს”, ისე მოგკლავენ, თვალს არ დაახამხამებენ-მეთქი.და სწორედ, ახლა სჭირდებათ ეგ ამბავი.არ გამოვრიცხავ, სარალიძე მოკლან და ხალხს გადააბრალონ. რის საფუძველზეც დაიწყონ არეულობა”,- წერს მეტრეველი. primetime.ge

გურამ შეროზია: „სვეტიცხოველია, თუ მაჭახელას სამიკიტნო, ცოტა ვერ გავარკვიე“

ბლოგერი გურამ შეროზია სოცილურ ქსელში ბერას ჯვრისწერის გამო,სვეტიცხოვლის დახურვას ეხმაურება: – გამიგია რესტორნის დახურვა – კლუბისაც და ბარისაც – დახურული ფართიც, ჩემს სახლში რასაც მინდა იმაა ვიზამ… მაგრამ აი სვეტიცხოვლის “დახურვა” ცალკე, ეპიკური ჟანრის საოცრებაა :დ დღეში ათამდე წყვილი იწერს ჯვარს, რომ მივიდე აი და “იცით, დღეს მომხმარებლებს ვერ ვემსახურებით, მთლიანად დაგვიქირავეს და დახურული ღონისძიებაა.” […]

ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოველი დახურა – ბერას ჯვრისწერის გამო საკათედრო ტაძრიდან მრევლი გაუშვეს

“სვეტიცხოვრელი დახურა… გამოგვაბრძანეს მოკვდავები…არავის უშვებენ” – წერს სოციალური ქსელი მომხმარებელი Levan Geliashvili Eredeli რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერას და მისი მეუღლის ჯვრისწერის ცერემონიალს შეესწრო. როგორც ირკვევა, ექსპრემიერმა მისი შვილის ჯვრისწერის გამო ტაძარი დაახურინა. “ქართული ოცნების” დიდი ნაწილი ამჟამად მცხეთაში იმყოფება. ქორწილის გამო მცხეთაში გზები გადაკეტილია. სვეტიცხოველში ცერემონიაზე დასწრების უფლება მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს აქვთ, სხვა […]

ინგა გრიგოლია – “რა ნაძვის ხე, ხალხო ….”

ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა; “მკვეთრად წყალგამყოფია ზაზა სარალიძის ამბავი და ამ ამბის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება ჩემთვის, არ მესმის და არც მაქვს სურვილი , თუნდაც სოციალურ ქსელებში ვმეგობრობდე ადამიანებთან,ვინც მორალს უკითხავს ზაზას,რატომ დგას და რატომ აპროტესტებს მოკლული შვილის, აშკარად არაკეთილსინდისიერ გამოძიებას,რომელიც ერთი წლის თავზეც ვერ ეუბნება საბრალო მამას ,ვინ მოუკლა პატარა შვილი. რა პოლიტიკური პროვოკაციის ნიშნებს […]

“ციალა და კარლო სამზარეულოში წვავენ ძეხვს, მე და ნანა ვუყვებით ერთმანეთს, რა მოხდა დღის განმავლობაში…. დღეს 4 წელი შესრულდა, დაუჯერებელია!!!!”

რუსუდან ხანიაშვილი-ვითაუერმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: “ძალიან ბედნიერი ნანა… როცა ვიღაცაზე ფიქრობ, გარდაცვლილზე, ძალიან ახლობელზე, მონატრების განცდა თითქოს უკან იწევს წლების შემდეგ და რჩება საშინელი ტკივილი, რომელსაც ვერაფერი შველის… ვერაფერი, ასე იარსებებ სიცოცხლის ბოლომდე… ამას წინათ მანქანით მივდიოდი სამსახურში, ფოთლებმა გვიან შეიცვალეს ფერი წელს, წვიმდა და რადიოში უცელბ ფანტასტიური ბაროკო აჟღერდა და… სიკვდილის კი […]

ნათია ფანჯიკიძე – “დღეს მეც მივედი იმ ორი მამის მხარდასაჭერად, ქუჩაში რომ ათენ-აღამებენ და სულ ოდნავი ვალმოხდილობის გრძნობა მაქვს”

რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას ნათია ფანჯიკიძე ასე გამოეხმაურა: “ადამიანების ემპათიურობა ყოველ ჯერზე მარწმუნებს, რომ ეს ჩვენი დაქანცული საქართველო საოცრად კარგი ხალხით დასახლებული, უკარგესი ქვეყანაა და მეტი და მეტი სიყვარულით ვივსები. არასამთავრობოების ჟესტი, კარვების გაშლა ამის ნათელი ნიშანი იყო. დღეს მეც მივედი იმ ორი მამის მხარდასაჭერად, ქუჩაში რომ ათენ-აღამებენ და სულ ოდნავი ვალმოხდილობის გრძნობა მაქვს. სანამ […]

თაკო ჩარკვიანი – “კახა კალაძე 7 ნოემბრის დარბევის მერე სააკაშვილის უპირველესი მომხრე იყო”

თაკო ჩარკვიანმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: “ნაცი- ქოცი, ქოცო ნაცო, ადამიანებო – ჩვენი მოქალაქეები არიან ასიათასობით- მილიონი- ეს საქართველოა- უნდა გაერთიანდეს, ამ საპრეზიდენტო არჩევნებს გადავიტანთ და – ცოტა დაფიქრება გვმართებს, გართიანდეს უნდა ქვეყანა , ობიექტურად ვამბობ და გულწრფელად- ჩვენი ქალაქის მერი კახი კალაძე, 7 ნოემბრის აქციის სასტიკად დაშლის შემდეგ, გახლდათ სააკაშვილის უპირველესი მომხრე , […]