“სვეტიცხოვრელი დახურა… გამოგვაბრძანეს მოკვდავები…არავის უშვებენ” – წერს სოციალური ქსელი მომხმარებელი Levan Geliashvili Eredeli რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერას და მისი მეუღლის ჯვრისწერის ცერემონიალს შეესწრო. როგორც ირკვევა, ექსპრემიერმა მისი შვილის ჯვრისწერის გამო ტაძარი დაახურინა.
“ქართული ოცნების” დიდი ნაწილი ამჟამად მცხეთაში იმყოფება.
ქორწილის გამო მცხეთაში გზები გადაკეტილია. სვეტიცხოველში ცერემონიაზე დასწრების უფლება მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს აქვთ, სხვა პირებისთვის ეკლესია დახურულია. ეკლესიაში იმყოფება სიძე მეჯვარეებთან ერთად.
ისინი ეროვნულ ტანსაცმელში, ჩოხებში არიან გამოწყობილი. სავარუდოდ, მეჯვარეებს შორის არის ბერა ივანიშვილის უმცროსი ძმა, ცოტნე ივანიშვილი. ტაძარში პატარძალი, ნანუკა გუდავაძე, ცოტა ხნის წინ მივიდა.

