სვეტიცხოველის საძმო – “ბერას ჯვრისწერის დროს სვეტიცხოვლიდან არავინ გაუყრიათ”

ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის დროს სვეტიცხოვლიდან მომლოცველების გაყრის შესახებ ინფორმაციას სვეტიცხოველის საძმო ფეისბუქში ასე გამოეხმაურა;

“11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ. სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები.
ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს.
სვეტიცხოველის საძმო.”