ნათია ფანჯიკიძე – “დღეს მეც მივედი იმ ორი მამის მხარდასაჭერად, ქუჩაში რომ ათენ-აღამებენ და სულ ოდნავი ვალმოხდილობის გრძნობა მაქვს”

რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას ნათია ფანჯიკიძე ასე გამოეხმაურა:

“ადამიანების ემპათიურობა ყოველ ჯერზე მარწმუნებს, რომ ეს ჩვენი დაქანცული საქართველო საოცრად კარგი ხალხით დასახლებული, უკარგესი ქვეყანაა და მეტი და მეტი სიყვარულით ვივსები. არასამთავრობოების ჟესტი, კარვების გაშლა ამის ნათელი ნიშანი იყო. დღეს მეც მივედი იმ ორი მამის მხარდასაჭერად, ქუჩაში რომ ათენ-აღამებენ და სულ ოდნავი ვალმოხდილობის გრძნობა მაქვს. სანამ სამართლის სისტემა ისეთია, როგორიც არის, შეგუება გამორიცხულია.