სულა სულაშვილი პარიზში სენაში დახრჩობას გადაურჩა – “სულ რაღაც წამებში, ამ მდინარის ფსკერზე აღმოვჩნდი”

სულა სულაშვილი პარიზში სენაში დახრჩობას გადაურჩა - "სულ რაღაც წამებში, ამ მდინარის ფსკერზე აღმოვჩნდი"საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი, მდინარე სენაში დახრჩობას გადაურჩა. ამ უცნაური შემთხვევის შესახებ სულაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

,,რამდენიმე საათის წინ, სულ რაღაც წამებში, ამ მდინარის ფსკერზე აღმოვჩნდი.

ერთადერთი რასაც ვფიქრობდი იყო ის, რომ იოანეს არ შეშინებოდა და ჩემთვის გულს არ ემტყუნა, ნაპირამდე გამოვცურე მაგრამ მდინარის ნაპირი ძალიან მაღალი იყო და ბევრი ვიწვალე ამოსასვლელად.

გამახსენდა რომ ქუდბედიანი დავიბადე და იმედს არ ვკარგავდი 🙂

გადავრჩი. სამწუხაროდ ტელეფონი დარჩა ფსკერზე არავის ნომერი არ მაქვს.

იმედია, ქოცები მაპატიებთ დღესაც რომ გაგაწბილეთ“ – წერს სულა სულაშვილი.

ნიუპოსტი