გვარამია – “ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა…”

გვარამია - "ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა..."საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის ფეისბუკსტატუსთან დაკავშირებით, სადაც დეპუტატი ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის მოსალოდნელ მკვლელობაზე საუბრობდა, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.

„ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ მისი სატელიტის ეს ბოდვა იმგვარ შედეგს გამოიღებს, რომ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, მერე საკუთარ თავს დააბრალოს.
მთელი არხის სახელით, მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას,“ – წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე.

ნიუპოსტი