კატეგორია: სოციალური მედია

ბუბა კუდავა: ”ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებდა”

25 მარტს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წელი შესრულდა. ეს თარიღი ქვეყანამ და მისმა ხელისუფლებამ არასათანადოდ აღნიშნა, ფიქრობს ბუბა კუდავა, რომელმაც ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: _ ვფიქრობ, ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი სხვაგვარ, სრულიად განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებდა. განსაკუთრებული სიყვარულით, განსაკუთრებული სიხარულით, დაფასებით, სიამაყით, დაფიქრებით აღნიშვნას. 1917 წლის 25 მარტი – ეს ხომ თარიღი და ისტორია […]

ნიკა გვარამია: ”ქიბარ ხალვაში 5 მილიონ დოლარს გადამიხდიდა, თუ რუსთავი 2-დან გამიშვებდა _ 20 ათას დოლარიანი ხელფასი ჩემი ზღვარი არ არის”

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე საკუთარი ხელფასის შესახებ ილაპარაკა: _ 1. ორჯერ მეტი ხელფასი მქონდა და 8 საათიანი სამუშაო დღე, სანამ რუსთავი 2-ში მოვიდოდი; 2. ჩემი, როგორც დირექტორის, მოვალეობაში (და ზოგადად არც ერთი დირექტორის მოვალეობაში) ტრიბუნებზე, მიტინგებზე და ბრიფინგებზე დგომა არ შედიოდა არც კონტრაქტის დადებისას და არც ახლა. სხვის საკუთრებას ვიცავდი იმის სრული […]

”ტრამპიც და სააკაშვილიც ალფა მამრები არიან” _ ექიმის დიაგნოზი

დონალდ ტრამპის და მიხეილ სააკაშვილის საერთო თვისებებზე საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი კონსტანტინე ძამაშვილი. აი, რა წერს ის ფეისბუქში: _ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ ძალიან საინტერესო, პარადოქსულ მოვლენას. ქართულ საზოგადოებაში არის არცთუ ისე მცირერიცხოვანი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სიგიჟემდე უყვართ სააკაშვილი, და ასევე სიგიჟემდე ჭირივით ეჯავრებათ ტრამპი. ეს ცოტა ძნელად ასახსნელი პარადოქსია, იმიტომ, რომ […]

ინგა გრიგოლია _ რა დროს პანთეონია!

პანთეონის ბოლოდ დროს აქტუალურად ქცეულ თემას ინგა გრიგოლია გამოეხმაურა. აი, რას წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე: _ რა პანთეონი,ხალხო((((( ქვეყნის მთავარი პრობლემები, ყველა გამოკითხვით,  უმუშევრობა და სიღარიბეა. რა დროს პანთეონია. ხომ არ ავცდით ამასობაში მთავარ პრობლემას? ხალხს სამსახური ადარდებს, უფულობა ადარდებს…. დედამ 15 წლის შვილი,რომელიც მძარცველებმა მოკლეს, მიწას მიაბარა. მამამ, რომელმაც სამსახური დაკარგა, აღარ იცის, როგორ არჩინოს […]

”ნაირა გელაშვილს გერმანული პუბლიკა 40 წუთი სულგანაბული უსმენდა”

ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მნიშვნელოვანი გამოდგა მწერალ ნაირა გელაშვილის რომანის ”მე ის ვარ” გერმანული თარგმანის წარდგინება. აი, რას წერს ფეისბუქში მწერალი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე, რომელიც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე იმყოფება: _ დღეს დილით იყო ეკა ქევანიშვილის, ნიკა ჯორჯანელისა და ჩემი ლექსების წარდგინება ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღევანდელი დღის მთავარ მოვლენად კი იქცა ნაირა გელაშვილის […]

გიორგი ქადაგიძე: „პრეზიდენტის ინსტიტუტი გასაუქმებელია“

რამდენად შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განვითარებული ქვეყნების კოდექსს? ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს  შედარებისთვის  ფეისბუქ  გვერდზე  ინგლისის კანონმდებლობით გათვალისწინებული  ნორმები მოჰყავს. ინგლისის კანონმდებლობით: მართვა ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ – 6 თვემდე პატიმრობა, ჯარიმა ზედა ზღვრის გარეშე, ერთი წლით მოწმობის ჩამორთმევა. განმეორებით – 3 წლამდე ციხე, ჯარიმები. ნაგვის დაყრა – ჯარიმა 300-დან 7500 ლარამდე. მარიხუანას […]

სააკაშვილი: ”არასამთავრობოები პუტინის ფულით მებრძოდნენ”

რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: _ მთელი მსოფლიო პრესა აჭრელდა ინფორმაციით, რომ 2005 წელს პუტინმა იქირავა ცნობილი ამერიკელი PR სპეციალისტი პოლ მანაფორტი და მას, სხვა საქმეებთან ერთად, დაავალა ჩემს წინააღმდეგ მუშაობა საქართველოში, რისთვისაც ეს უკანასკნელი, თურმე, ქართულ არასამთავრობოებს იყენებდა. ახლა კი გასაგებია, თუ რატომ გვესხმოდა თავს მაშინ თითქმის ყველა […]

ელისო კილაძე: “ჩემს შვილს 5.000 დოლარს სთავაზობდნენ 14 წლის ასაკში”

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო: _ პირველ ცდუნებას 14 წლის ასაკში გაუძლო ჩემმა შვილმა _ ნანა ლეჟავა 5.000$-ს სთავაზობდა სახლიდან ჩემი ერთი სკანდალური კასეტის გატანის და გადაწერის სანაცვლოდ. რამ გამახსენა ? “იმედზე” რომ ჩემს კომენტარებს ჭრიან იმან !