დონალდ ტრამპის და მიხეილ სააკაშვილის საერთო თვისებებზე საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი კონსტანტინე ძამაშვილი.აი, რა წერს ის ფეისბუქში:
_ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ ძალიან საინტერესო, პარადოქსულ მოვლენას. ქართულ საზოგადოებაში არის არცთუ ისე მცირერიცხოვანი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სიგიჟემდე უყვართ სააკაშვილი, და ასევე სიგიჟემდე ჭირივით ეჯავრებათ ტრამპი.
ეს ცოტა ძნელად ასახსნელი პარადოქსია, იმიტომ, რომ ტრამპი და სააკაშვილი ფაქტიურად ტყუპებია როგორც პოლიტიკურ ისევე პიროვნულ ჭრილში.
ორივე ნაციონალისტია და თავის ქვეყნის ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. ორივე ზომიერად პოპულისტია. ორივეა თავისუფალი ბაზრის მომხრე. ორივე მტკიცე კანონიერების მიმდევარია. ორივე ძლიერი და ზომიერად დიდი ჯარის მომხრეა და ა.შ, და ა.შ.
პიროვნულ ამბავშიც ორივე ალფა მამრია. ორივეს ქვეყნის ინტელიგენცია მეხუთე კოლონად მიაჩნია, და ორივე ინტელიგენციის თვალში ნომერ პირველი მტერია. ორივეს ერთ და იგივე სექსუალურ ამბებს აბრალებენ. და ეს სია შეგიძლიათ დაუმთავრებლად გააგრძელოთ.
მოკლედ, ლოგიკურად ან ორივე უნდა მოგწონდეს ან პირიქით. შეიძლება ნეიტრალურიც იყო, მაგრამ ასეთი მენტალური დისოციაცია ნორმალურ ტერმინებში ძნელი ასახსნელია.

