ესპანეთის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს ბარსელონა და რეალი დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა 6 თებერვალს კამპ ნოუზე გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი კი 27 თებერვალს შედგება. ბარსა და რეალი ადრე საკმაოდ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ესპანეთის თასზე, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ეს მათი პირველი შეხვედრაა ამ ტურნირზე. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბეტისი და ვალენსია დაუპირისპირდებიან კოპა დელ რეის ფინალი კი […]
კატეგორია: სპორტი
ანტონიო კონტე: ”რეალს უარი ვუთხარი”
ჩელსის ყოფილმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა. კონტე რეალსაც შეეხო და თქვა, რომ მას ამ გუნდში მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა: ”ნოემბერში მადრიდიდან დამიკავშირდნენ, თუმცა მაშინ რეალში მუშაობა დიდ რისკად ჩავთვალე, რადგან გუნდი კრიზისში იყო. ზოგადად ცოტა ხნით აქტიური მუშაობისგან დასვენება მინდა, ამიტომ რეალს უარი ვუთხარი. ჩელსიზე საუბარი არ მსურს, რადგან ამ […]
ნეიმარს ოპერაცია არ დასჭირდება
პსჟ-ს ბრაზილიელ ფორვარდს ნეიმარს ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება, თუმცა ის მაინც საკმაოდ ხანგრძლივ სარეაბილიტაციო კურსს გაივლის. ნეიმარი დაახლოებით 10 კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოედანზე აპრილში დაბრუნდება. ბრაზილიელი არა მხოლოდ მანჩესტერთან ორივე შეხვედრას, არამედ მეოთხედფინალის პირველ მატჩსაც გამოტოვებს, თუ პსჟ იქ გავიდა. ნეიმარს შარშან მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ნეიმარმა ამ […]
ხოსეპ გვარდიოლა: ”ნიუკასლთან ნელა ვირჯებოდით და ამიტომ წავაგეთ”
მანჩესტერ სიტი სტუმრად ნიუკასლთან დამარცხდა 1:2 და სატურნირო მდგომარეობა უფრო გაირთულა. გვარდიოლას გუნდისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკვე რთული იქნება და ეს თვითონ პეპსაც კარგად ესმის: ”ჩემი ფეხბურთელები ძალიან მიყვარს და რასაც ინგლისში მივაღწიე, სწორედ მათი დამსახურებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით დავკმაყოფილდები. რაც შეეხება ნიუკასლთან შეხვედრას, ჩვენ სწრაფი თამაში არ გამოგვდიოდა, რითიც მეტოქემ ისარგებლა და […]
ნეიმარი მანჩესტერთან ორივე შეხვედრას გამოტოვებს
პსჟ-ს ნრაზილიელი ლიდერი ნეიმარი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულ პრესაში ვრცელდება. ნეიმარმა ტრავმა საფრანგეთის თასზე მიიღო და სავარაუდოდ მას 2 თვე მოუწევს მკურნალობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მარტის ბოლოს დაბრუნდება. არ არის გამორიცხული რომ ნეიმარმა ოპერაცია გაიკეთოს და ამ შემთხვევაში ის სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს. ნეიმარს ამ […]
არიენ რობენმა შესაძლოა კარიერა იაპონიაში გააგრძელოს
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა შესაძლოა კარიერა იაპონიაში გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას იაპონური გუნდი ტოკიო ეპატიჟება და რობენი იაპონიაში გადასვლის წინააღმდეგი არ არის. რობენს ზაფხულში ბაიერნთან კონტრაქტი ეწურება და უკვე ცნობილია, რომ მიუნხენური გუნდი მის დატოვებას არ აპირებს. არიენ რობენი ბაიერნში 2009 წელს გადავიდა და ბაიერნის შემადგენლობაში უამრავი ტიტული მოიგო.
სერხიო რამოსმა ტრავმა მიიღო
მადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა ესპანიოლთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც ის მეორე ტაიმში ნაჩომ შეცვალა. ჯერჯერობით უცნიბია თუ რა სიმძიმის არის რამოსის ტრავმა და რამდენი ხანი მოუწევს მას უქმობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სერხიომ ესპანიოლთან გოლის გატანაც შეძლო და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. რეალის მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ იმედი გამოთქვა, რომ რამოსი მოედანს მალე […]
იბრაჰიმ აფელაი სტოკ სიტიდან წავიდა
ჰოლანდიელი ფეხბურთელი იბრაჰიმ აფელაი სტოკ სიტიდან წავიდა და ამჟამად ის თავისუფალი აგენტია. ბოლო პერიოდში აფელაი ტრავმების გამო იშვიათად თამაშობდა და მისი სტოკიდან წასვლა მოსალოდნელიც იყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს აფელაი კარიერას და შესაძლოა ის სამშობლოში დაბრუნდეს. აფელაიმ ეინდჰოვენში თამაშით გაითქვა სახელი, ხოლო შემდეგ კი რამდენიმე წელიწადი ბარსელონაშიც გაატარა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო.
ნოვაჯ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო
სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავის კარიერაში მეშვიდედ შეძლო ავსტრალიის ღია პირველობის მოგება. ფინალში მან თავისი მუდმივი მეტოქე რაფაელ ნადალი სამ სეტში, საკმაოდ ადვილად დაამარცხა, ანგარიშით 6:3, 6:2, 6:3. ფინალში ნოვაკმა მხოლოდ 9 უნებლიე შეცდომა დაუშვა და თავისი მეტოქე ბოლომდე დაჯაბნა. რაც შეეხება ნადალს, მან აშკარად ცუდი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ეს ჯოკოვიჩის დამსახურებაც არის. ჯოკოვიჩმა კარიერაში […]
ტიერი ანრი მონაკოდან გაუშვეს
ტიერი ანრი მონაკოს აღარ გაწვრთნის. ანრი თანამდებობიდან მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც მონაკომ ბოლო 12 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოიგო და ჩემპიონატში გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფება. ანრის განთავისუფლების შემდეგ ცნობილი გახდა რომ მას ფეხბურთელებთან კონფლიქტი ჰქონდა და ხშირად ის თავის შეგირდებს შეურაცხყოფას აყენებდა კიდეც. ანრის ლეონარდო ჟარდიმი შეცვლის, რომელიც მონაკოში დაბრუნდა. შეგახსენებთ რომ წინა წლებში სწორედ ჟარდიმის […]










