ნოვაჯ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

ნოვაჯ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგოსერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავის კარიერაში მეშვიდედ შეძლო ავსტრალიის ღია პირველობის მოგება. ფინალში მან თავისი მუდმივი მეტოქე რაფაელ ნადალი სამ სეტში, საკმაოდ ადვილად დაამარცხა, ანგარიშით 6:3, 6:2, 6:3.

ფინალში ნოვაკმა მხოლოდ 9 უნებლიე შეცდომა დაუშვა და თავისი მეტოქე ბოლომდე დაჯაბნა. რაც შეეხება ნადალს, მან აშკარად ცუდი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ეს ჯოკოვიჩის დამსახურებაც არის.

ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-15 დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ნადალს მიუახლოვდა, რომელსაც 17 დიდი სლემის ტიტული აქვს.