ანტონიო კონტე: ”რეალს უარი ვუთხარი”

ანტონიო კონტე: ”რეალს უარი ვუთხარი”ჩელსის ყოფილმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა. კონტე რეალსაც შეეხო და თქვა, რომ მას ამ გუნდში მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა:

”ნოემბერში მადრიდიდან დამიკავშირდნენ, თუმცა მაშინ რეალში მუშაობა დიდ რისკად ჩავთვალე, რადგან გუნდი კრიზისში იყო. ზოგადად ცოტა ხნით აქტიური მუშაობისგან დასვენება მინდა, ამიტომ რეალს უარი ვუთხარი. ჩელსიზე საუბარი არ მსურს, რადგან ამ გუნდიდან ლამაზად არ წამოვედი”–განაცხადა კონტემ.

ანტონიო კონტემ არ გამორიცხა, რომ მომავალში მან იტალიური კლუბი ჩაიბაროს.