ტიერი ანრი მონაკოდან გაუშვეს

ტიერი ანრი მონაკოდან გაუშვესტიერი ანრი მონაკოს აღარ გაწვრთნის. ანრი თანამდებობიდან მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც მონაკომ ბოლო 12 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოიგო და ჩემპიონატში გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფება. ანრის განთავისუფლების შემდეგ ცნობილი გახდა რომ მას ფეხბურთელებთან კონფლიქტი ჰქონდა და ხშირად ის თავის შეგირდებს შეურაცხყოფას აყენებდა კიდეც.

ანრის ლეონარდო ჟარდიმი შეცვლის, რომელიც მონაკოში დაბრუნდა. შეგახსენებთ რომ წინა წლებში სწორედ ჟარდიმის ხელმძღვანელობით მონაკომ საკმაოდ წარმატებული რამდენიმე სეზონი ჩაატარა.