საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ და უარყოფითი ბალანსის მქონე მეტოქე – 2004 წლის ევროპის ჩემპიონ საბერძნეთთან სათამაშოდ ემზადება. ოთარ კიტეიშვილის გარდა, საბედნიეროდ, სხვა დანაკლისს ავცდით და “ჯვაროსნებში” კონკურენციის ნიშნებიცაა. ვილი სანიოლს შემადგენლობის შერჩევისას გარკვეულ პოზიციებზე მეტი ფიქრი დასჭირდება. მთავარია, ფრანგმა სპეციალისტმა ერთი თვის წინანდელის მსგავს ექსპერიმენტებზე უარი თქვას. სპორტალი გვთავაზობს საქართველოს ნაკრების მისეულ შემადგენლობას: გიორგი […]
კატეგორია: სპორტი
ლევან მჭედლიძე ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს
“ტორპედოს” გულშემატკივართა ჯგუფმა – “ჩვენ ვართ ტორპედომ” თავისი “ფეისბუქის” გვერდით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31 წლის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს. თუმცა, ქუთაისურ კლუბს ჯერ მჭედლიძესთან კონტრაქტის გაფორმება არ დაუდასტურებია. ლევანი “ემპოლიში”, “პალერმოში”, თბილისის “დინამოსა” და ბათუმის “დინამოში” თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია. მას საქართველოს ნაკრებში 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
გიორგი მიქაუტაძე ბელგიის მე-10 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ბელგიური სერენის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის იუპილერ ლიგის მეათე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ფენტეზი ფუტბოლის მიხედვით. 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვა ფენტეზიში – 17 ქულა. გიორგიმ „ზულტე ვარეგემთან“ შესანიშნავად ითამაშა, ჰეთ-თრიქი შეასრულა, რომელიც მისთვის სეზონში მეორე იყო, მაგრამ კონკრეტულად ბელგიის უმაღლეს დივიზიონში პირველი. შეგახსენებთ, „სერანში“ დაბრუნების შემდეგ მიქაუტაძემ 5 მატჩი ჩაატარა, 7 […]
გიორგი ჩაკვეტაძე 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 2.000 ევროთი დააჯარიმეს
ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის იუპილერ ლიგაში უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს – მიზეზი დისკვალიფიკაციაა. ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 21 წლის ქართველი შემტევი დასაჯა და პლუს ამას 2.000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრა. გიორგიმ „ანტვერპენთან“ მატჩში პიტერ გერკენსს ფეხი დააბიჯა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო, სხვათა შორის, კარიერაში პირველად. „გენტი“ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და […]
სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე დებიუტი ნბა-ს ჩემპიონში
სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე დებიუტი “მილუოკი ბაქსში”. მართალია, სანდრომ ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგაზე უკვე ითამაშა მილუოკელთა გუნდში, თუმცა ის ახალბედებისა და გუნდში მოხვედრის უკონტრაქტო კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული დროებითი შემადგენლობა იყო. დღეს კი მამუკელაშვილმა საგამოფენო მატჩში “მემფისის” წინააღმდეგ ითამაშა “ბაქსის” ძირითად შემადგენლობასთან ერთად და თავისიანთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მამუკელაშვილმა მილუოკელთაგან ყველაზე მეტი – 29 წუთი ითამაშა. ქართველი ცენტრი […]
ბათუმში 9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთს მაყურებლის 33% დაესწრება
9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მატჩზე დაიშვება მაყურებლების 33%, ოღონდ ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის […]
გიორგი მიქაუტაძემ ვარეგემს 3 გოლი გაუტანა
თქვა „სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომ ბელგიის ჩემპიონატზე ზედიზედ სამი მარცხი დიდ გუნდებთან განიცადეს და მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე „ზულტე ვარეგემს“ აუცილებლად დაამარცხებდნენ. დაამარცხეს კიდეც – 5:1. ანგარიში მე-8 წუთზე მიქაუტაძემ პენალტით გახსნა, შემდეგ შესვენებამდე მეკარე ბოსუტმა ორჯერ არ დაანება გატანა. გიორგი ძალინ აქტიური იყო, თანაგუნდელი მაზიზი გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან მეტოქის კარის დალაშქვრა […]
ვილი სანიოლმა ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება. 9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები “ბათუმი არენაზე” საბერძნეთს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი ჩვენი გუნდი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს. ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ […]
აგუეროს დებიუტი ბარსელონაში ვალენსიას წინააღმდეგ შედგება
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მათი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, ტრავმის შემდეგ გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება – გვამცნობს Sport.es. წყაროს ინფორმაციით, კატალონიელები 34 წლის არგენტინელის დებიუტს პრიმერას მე-8 ტურში, 17 ოქტომბერს, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან“ მატჩში ელიან. შეგახსენებთ, რომ აგუერო „ბარსელონას“ ამ ზაფხულს შეუერთდა „მანჩესტერ სიტიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. მსოფლიო სპორტი
გიორგი ჩხეტიანი პორტუგალიურ ბრაგაში გადავიდა
თბილისის “დინამოს” 18 წლის მცველი გიორგი ჩხეტიანი 1-წლიანი იჯარით პორტუგალიურ “ბრაგაში” იასპარეზებს. როგორც პორტუგალიური გუნდის საიტი წერს, ჩვენებური “ბრაგას” 23-წლამდელთა რიგებში გაირჯება. ჩხეტიანი “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და მან მიმდინარე სეზონში 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა. “აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. “ბრაგა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი კლუბია და საქართველოშიც ამ გუნდის შესახებ ბევრმა იცის. ჩემი ქვეყნის უდიდეს […]