გიორგი ჩაკვეტაძე 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 2.000 ევროთი დააჯარიმეს

გიორგი ჩაკვეტაძე 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 2.000 ევროთი დააჯარიმესბელგიური „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის იუპილერ ლიგაში უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს – მიზეზი დისკვალიფიკაციაა.

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 21 წლის ქართველი შემტევი დასაჯა და პლუს ამას 2.000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრა.

გიორგიმ „ანტვერპენთან“ მატჩში პიტერ გერკენსს ფეხი დააბიჯა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო, სხვათა შორის, კარიერაში პირველად.

„გენტი“ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ის გაასაჩივრა. თუ საჩივარმა შედეგი არ გამოიღო, ჩვენებური 17 და 24 ოქტომბერს, შესაბამისად, „ეუპენთან და „გენტთან“ ვერ ითამაშებს, სამაგიეროდ, მიმდინარე თვეში კონფერენს ლიგასა და ბელგიის თასზე თამაში შეეძლება, ხოლო ბელგიის ჩემპიონატში დისკვალიფიკაციას ვადა 1 ნოემბერს, „უნიონთან“ შეხვედრაში გაუვა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსოფლიო სპორტი