აგუეროს დებიუტი ბარსელონაში ვალენსიას წინააღმდეგ შედგება

აგუეროს დებიუტი ბარსელონაში ვალენსიას წინააღმდეგ შედგება„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მათი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, ტრავმის შემდეგ გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება – გვამცნობს Sport.es.

წყაროს ინფორმაციით, კატალონიელები 34 წლის არგენტინელის დებიუტს პრიმერას მე-8 ტურში, 17 ოქტომბერს, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან“ მატჩში ელიან.

შეგახსენებთ, რომ აგუერო „ბარსელონას“ ამ ზაფხულს შეუერთდა „მანჩესტერ სიტიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.

მსოფლიო სპორტი