ლევან მჭედლიძე ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს

ლევან მჭედლიძე ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს“ტორპედოს” გულშემატკივართა ჯგუფმა – “ჩვენ ვართ ტორპედომ” თავისი “ფეისბუქის” გვერდით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31 წლის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს.

თუმცა, ქუთაისურ კლუბს ჯერ მჭედლიძესთან კონტრაქტის გაფორმება არ დაუდასტურებია.

ლევანი “ემპოლიში”, “პალერმოში”, თბილისის “დინამოსა” და ბათუმის “დინამოში” თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.

მას საქართველოს ნაკრებში 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.