კატეგორია: სპორტი

იაია ტურე კარიერას ოლიმპიაკოსში გააგრძელებს

იაია ტურე კარიერას ოლიმპიაკოსში გააგრძელებს

ცნობილი კოტ დივუარელი ფეხბურთელი იაია ტურე კარიერას ბერძნულ ოლიმპიაკოსში გააგრძელებს. ტურე უკვე ათენში იმყოფება და მან 2წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტურე ადრე უკვე იცავდა ოლიმპიაკოსის ღირსებას და მისი თქმის იქ დაბრუნება მისთვის ძალიან სასიამოვნოა: ”ოლიმპიაკოსი ძალიან მიყვარს და ჩემთვის დიდი პატივია აქ დაბრუნება. მინდა ყველას დავუმტკიცო რომ ისევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და ჩემი ჩამოწერა […]

ბასილაშვილმა ნადალს სეტი მოუგო და ღირსეულად დამარცხდა

ბასილაშვილმა ნადალს სეტი მოუგო და ღირსეულად დამარცხდა

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს დიდი ბრძოლა გაუმართა და, სამწუხაროდ, დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 6:4. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა, ის ხშირად მიდიოდა ვა-ბანკზე  და თავისი ოსტატური და მახვილგონივრული თამაშით არაერთხელ მოსწყვიტა პუბლიკას აპლოდისმენტები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი თანამემამულის ასპარეზობით ამაყი ხარ! მიუხედავად მსოფლიოს […]

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში გავიდა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში 28 წლის არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციაზე მყოფი გვიდო პელა დაამარცხა 6:3, 6:4, 1:6, 7:6. ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 266.000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. შეგახსენებთ, პელასთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა. ის მერვედფინალში ნადალისა და ხაჩანოვის […]

საბა კვირკველია: ”ლოკომოტივი ჯგუფიდან უნდა გავიდეს”

საბა კვირკველია შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდეს

მოსკოვის ლოკომოტივის მცველმა საბა კვირკველიამ განაცხადა რომ მის გუნდს კენჭისყრის დროს გაუმართლა და ლოკომოტივმა ჯგუფიდან გასვლისთვის უნდა იბრძოლოს. საბას აზრით ლოკომოტივს სამივე მეტოქის დამარცხება შეუძლია: ”თამამად შემიძლია ვთქვა რომ კენჭისყრის დროს გაგვიმართლა, რადგან არცერთი გრანდი ჩვენს ჯგუფში არ არის. შალკე, პორტო და გალათასარაი კარგი გუნდები არიან, მაგრამ მათი დამარცხება შეგვიძლია. ყველაფერი ჩვენს ხელშია”– განაცხადა საბა […]

ალეგრი: ”რონალდო გაბრაზებულია”

ალეგრი: ”რონალდო გაბრაზებულია”

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა რომ კრიშტიანო რონალდო გაბრაზებულია იმის გამო, რომ მან ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ვერ მოიპოვა და ეს პრიზი მოდრიჩს ხვდა წილად: ”რონალდო თვლის რომ ის ამ ჯილდოს იმსახურებდა, ამიტომ ის ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ იუვენტუსისთვის ეს კარგია, რადგან რონალდო უფრო აქტიურად ვარჯიშობს რომ ყველას დაუმტკიცოს თავისი ძალა”–განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.

ოთარ კაკაბაძე კარიერას ლუცერნში გააგრძელებს

ოთარ კაკაბაძე კარიერას ლუცერნში გააგრძელებს

ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას შვეიცარიულ ლუცერნში გააგრძელებს. კაკაბაძე უკვე შვეიცარიაშია და მან კომენტარიც გააკეთა. ოთარმა აღნიშნა რომ ის მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც ის ლუცერნის მაისურით მოედანზე გამოვა: ”შვეიცარიაში ძალიან კარგად დამხვდნენ და ბედნიერი ვარ რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. იმედია მოედანზე მალე გავალ და ყველას ვაჩვენებ ჩემს შესაძლებლობებს”–განაცხადა კაკაბაძემ. ოთარ კაკაბაძე რამდენიმე წლის […]

კლინტ დემპსიმ კარიერა დაასრულა

კლინტ დემპსიმ კარიერა დაასრულა

35 წლის ამერიკელმა ფეხბურთელმა კლინყ დემპსიმ კარიერა დაასრულა. დემპსი ამერიკული ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავი იყო და თავის დროზე ის ევროპაშიც თამაშობდა, სადაც ფულჰემის და ტოტენჰემის ღირსებას იცავდა. დემპსიმ თავის ინსტაგრამზე დაწერა რომ ეს გადაწყვეტილება ოჯახის გამო მიიღო: ”დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი რომ ეხლა საუკეთესო დრო იყო წასვლისთვის. მინდა ოჯახს მეტი დრო დავუთმო. ყველას მადლობას ვუხდი ვინც […]

ბასილაშვილმა მე-18 ჩოგანს, ამერიკელ სოკს, მოუგო – ვიდეო

ბასილაშვილმა ჰამბურგში მსოფლიოს მე-13 ჩოგანი დაამარცხა

30 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის მეორე შეხვედრაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერს, 25 წლის ამერიკელ ჯეკ სოკს სძლია 4:6, 6:3, 6:2, 7:6. ეს შეხვედრა Louis Armstrong Stadium-ზე გაიმართა, რომელიც Us Open-ზე სიდიდით მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-13 კორტია და 14.000 მაყურებელს იტევს. ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 93 ათასი დოლარი და 75 სარეიტინგო ქულა […]

მოჰამედ სალაჰი შესაძლოა ეგვიპტის ნაკრებიდან წავიდეს

მოჰამედ სალაჰი შესაძლოა ეგვიპტის ნაკრებიდან წავიდეს

ლივერპულის ერთ-ერთმა ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა ეგვიპტის ნაკრებში აღარ ითამაშოს. ამის მიზეზია ეგვიპტის საფეხბურთო ფედერაციასთან დაპირისპირება, რომელიც უკვე დიდიხანია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ეგვიპტელი საფეხბურთო ჩინოვნიკები სალაჰს დაემუქრნენ კიდეც. ამან სალაჰი ძალიან გააბრაზა და შესაძლოა მან სანაკრებო კარიერა დაასრულოს. ოფიციალური განცხადება სალაჰს ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მოურინიოს გაშვებას არ აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მოურინიოს გაშვებას არ აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ მოედანზე ტოტენჰემთან 0:3 დამარცხდა და ამ მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში დადგა. უკვე აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ რომ ჟოზეს ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით პოლ პოგბასთან და ალექსის სანჩესთან. მიუხედავად ამისა, მანჩესტერის ხელმძღვანელობამ მოურინიოს მხარი დაუჭირა და უახლოეს მომავალში მისი გუნდიდან წასვლა არ განიხილება. თვითონ მოურინიომ განაცხადა რომ […]