საბა კვირკველია: ”ლოკომოტივი ჯგუფიდან უნდა გავიდეს”

საბა კვირკველია: ”ლოკომოტივი ჯგუფიდან უნდა გავიდეს”მოსკოვის ლოკომოტივის მცველმა საბა კვირკველიამ განაცხადა რომ მის გუნდს კენჭისყრის დროს გაუმართლა და ლოკომოტივმა ჯგუფიდან გასვლისთვის უნდა იბრძოლოს. საბას აზრით ლოკომოტივს სამივე მეტოქის დამარცხება შეუძლია:
”თამამად შემიძლია ვთქვა რომ კენჭისყრის დროს გაგვიმართლა, რადგან არცერთი გრანდი ჩვენს ჯგუფში არ არის. შალკე, პორტო და გალათასარაი კარგი გუნდები არიან, მაგრამ მათი დამარცხება შეგვიძლია. ყველაფერი ჩვენს ხელშია”– განაცხადა საბა კვირკველიამ.
ჩემპიონთა ლიგა სტარტს 18 სექტემბერს აიღებს.