მოჰამედ სალაჰი შესაძლოა ეგვიპტის ნაკრებიდან წავიდეს

მოჰამედ სალაჰი შესაძლოა ეგვიპტის ნაკრებიდან წავიდესლივერპულის ერთ-ერთმა ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა ეგვიპტის ნაკრებში აღარ ითამაშოს. ამის მიზეზია ეგვიპტის საფეხბურთო ფედერაციასთან დაპირისპირება, რომელიც უკვე დიდიხანია გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ეგვიპტელი საფეხბურთო ჩინოვნიკები სალაჰს დაემუქრნენ კიდეც. ამან სალაჰი ძალიან გააბრაზა და შესაძლოა მან სანაკრებო კარიერა დაასრულოს. ოფიციალური განცხადება სალაჰს ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.