ოთარ კაკაბაძე კარიერას ლუცერნში გააგრძელებს

ოთარ კაკაბაძე კარიერას ლუცერნში გააგრძელებსქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას შვეიცარიულ ლუცერნში გააგრძელებს. კაკაბაძე უკვე შვეიცარიაშია და მან კომენტარიც გააკეთა. ოთარმა აღნიშნა რომ ის მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც ის ლუცერნის მაისურით მოედანზე გამოვა:
”შვეიცარიაში ძალიან კარგად დამხვდნენ და ბედნიერი ვარ რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. იმედია მოედანზე მალე გავალ და ყველას ვაჩვენებ ჩემს შესაძლებლობებს”–განაცხადა კაკაბაძემ.
ოთარ კაკაბაძე რამდენიმე წლის მანძილზე ესპანეთის მეორე დივიზიონის გუნდის ხიმნასტიკის ღირსებას იცავდა.