ბარსელონას ლიდერს ანდრეს ინიესტას მცირე ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან შეიძლება რეალთან შეხვედრა გამოტოვოს. ინიესტამ განაცხადა რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ეს მისთვის ბოლო ელ-კლასიკო იქნება. სეზონის ბოლოს ინიესტა ბარსელონას დატოვებს და ფეხბურთელმა ეს ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას ინიესტა, თუმცა სავარაუდოდ ის ევროპაში […]
კატეგორია: სპორტი
მარსელო: ”ვაღიარებ რომ ბურთი ხელში მომხვდა”
მადრიდის რეალის მცველმა მარსელომ აღიარა რომ ბაიერნთან შეხვედრის დროს მას საჯარიმოში ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ მარსელოს აზრით ამ მომენტს მატჩის ბედზე გავლენა არ მოუხდენია: ”ბურთი ხელში ნამდვილად მომხვდა, ამიტომ მსაჯს შეეძლო პენალტის დანიშვნა. ზოგადად მსაჯებზე საუბარს არ ვაპირებ და ვთვლი რომ ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ზედიზედ მესამედ ფინალში თამაში უდიდესი წარმატებაა”–განაცხადა მარსელომ. რეალის და ბაიერნის შეხვედრა […]
ანტუან გრიზმანი ბარსელონაში გადასვლას უახლოვდება
მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი უკვე აღარც მალავს რომ სხვა გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ეს გუნდი სავარაუდოდ ბარსელონაა. გრიზმანის ცოლი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში შენიშნეს, სადაც ის სახლს ეძებდა, სავარაუდოდ ეს გრიზმანის ბარსელონაში ტრანსფერს უკავშირდება. ბარსელონა გრიზმანში სავარაუდოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის და ზაფხულის დასაწყისში ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდება. ატლეტიკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ აღიარა რომ გრიზმანს სხვა […]
ჟურნალისტების აზრით სალაჰი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია
ინგლისელ ჟურნალისტებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, სადაც 400ზე მეტი ჟურნალისტი იღებდა მონაწილეობას და პირველ ადგილზე ლივერპულის ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი გავიდა, ხოლო მეორე ადგილი კი კევინ დე ბრუინმა დაიკავა, რომელმაც თავისმხრივ ჰარი კეინს გაასწრო. სალაჰი წლევანდელ სეზონს შესანიშნავად ატარებს და მის ანგარიშზე უკვე 31 გატანილი გოლია, რომლის წყალობითაც სალაჰი პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. სალაჰი სხვა ტურნირებშიც […]
რობერტო მანჩინი 20 მაისს იტალიის ნაკრების მწვრთნელი ოფიციალურად გახდება
რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებში დანიშვნა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. მანჩინიმ განცხადება გააკეთა რომლის მიხედვითაც ის ოფიციალურად იტალიის ნაკრებს 20 მაისს ჩაიბარებს. მანჩინის თქმით ის ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის რომ იტალიის ნაკრებს ძველი დიდება დაუბრუნოს და ისევ ისეთი ძლიერი გახადოს, როგორც ადრე. როგორც ცნობილი გახდა ამ პოსტზე კარლო ანჩელოტის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ მან უარი თქვა, რის შემდეგაც […]
ერნესტო ვალვერდე: ”ჩემპიონობა დავიმსახურეთ”
ბარსელონამ სტუმრად დეპორტივო დაამარცხა და ჩემპიონატის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე ოფიციალურად ესპანეთის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ რომ ერთი კვირის წინ კატალონიელებმა ესპანეთის თასიც მოიგეს და ოქროს დუბლი შეასრულეს. ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ მისმა გუნდმა ეს შედეგი დაიმსახურა: ”სეზონი წარმატებული გამოდგა და ეს ძალიან მიხარია, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში უკეთესად უნდა გვეთამაშა და რომასთან ასეთი […]
ემრე ჯანი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს
ლივერპულის გერმანელი ნახევარმცველი ემრე ჯანი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს. ემრე მალე მოაწერს ხელს 5 წლიან კონტრაქტს ტურინულ გუნდთან და მისი წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება. ფეხბურთელს ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ეს ინფორმაცია არ უარყო. იურგენ კლოპმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის ფეხბურთელებს არ ზღუდავს და ვისაც წასვლა სურს, შეუძლია წავიდეს კიდეც. ემრე […]
ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულ სავალალო შედეგს უკავშირდება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩემპიონატი უმედლოდ დაამთავრა. დავით ქევხიშვილის თქმით, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება და საქართველოს ნაკრები […]
ინიესტა სეზონის ბოლოს ბარსელონას დატოვებს
ანდრეს ინიესტამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გამოაცხადა რომ მომავალ სეზონში ის ბარსელონას ფეხბურთელი აღარ იქნება და ეს ოფიციალურია. ინიესტამ თქვა რომ ბარსელონაში დაუვიწყარი პერიოდი ჰქონდა და ყოველთვის ბარსელონას გულშემატკივარი იქნება: ”ბარსელონას დავემშვიდობები, მაგრამ ჩემი გული აქ დარჩება. ყველა იმ ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც ამ წლების მანძილზე მეხმარებოდა. სადაც არ უნდა ვიყო, ბარსელონა ყოველთვის მეყვარება”–განაცხადა ანდრეს ინიესტამ. […]
ანტუან გრიზმანი: ”სხვა გუნდთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ”
მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა აღიარა რომ ის სხვა გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ამ გუნდის ვინაობა არ დაუსახელებია. გრიზმანმა ზუსტად არ იცის დარჩება თუ არა ის ატლეტიკოში: ”მადრიდში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მინდა რომ უფრო წინ წავიდე, ამიტომ არ ვიცი დავრჩები თუ არა ატლეტიკოში. სხვა გუნდთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და ვნახოთ როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები ჯერჯერობით […]










