ჟურნალისტების აზრით სალაჰი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

ჟურნალისტების აზრით სალაჰი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელიაინგლისელ ჟურნალისტებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, სადაც 400ზე მეტი ჟურნალისტი იღებდა მონაწილეობას და პირველ ადგილზე ლივერპულის ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი გავიდა, ხოლო მეორე ადგილი კი კევინ დე ბრუინმა დაიკავა, რომელმაც თავისმხრივ ჰარი კეინს გაასწრო.

სალაჰი წლევანდელ სეზონს შესანიშნავად ატარებს და მის ანგარიშზე უკვე 31 გატანილი გოლია, რომლის წყალობითაც სალაჰი პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.  სალაჰი სხვა ტურნირებშიც ძალიან შედეგიანია და ის ლივერპულის ლიდერად ჩამოყალიბდა.