ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა

ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგასაქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულ სავალალო შედეგს უკავშირდება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩემპიონატი უმედლოდ დაამთავრა.

დავით ქევხიშვილის თქმით, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება და საქართველოს ნაკრები სრული დატვირთვით მზადებას უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებს.