ინიესტამ შესაძლოა კლასიკო გამოტოვოს

ინიესტამ შესაძლოა კლასიკო გამოტოვოსბარსელონას ლიდერს ანდრეს ინიესტას მცირე ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან შეიძლება რეალთან შეხვედრა გამოტოვოს. ინიესტამ განაცხადა რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ეს მისთვის ბოლო ელ-კლასიკო იქნება.

სეზონის ბოლოს ინიესტა ბარსელონას დატოვებს და ფეხბურთელმა ეს ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას ინიესტა, თუმცა სავარაუდოდ ის ევროპაში არ დარჩება და ჩინეთს მიაშურებს, სადაც მისი შეძენა რამდენიმე გუნდს სურს.