ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ, დღეს #94-ე ფეხბურთის სპორტული სკოლის თანამშრომლებს ახალი უფროსი რომან თავაძე წარუდგინა, – ინფორმაციას მერიის ა(ა)იპი ავრცელებს. რომან თავაძე პროფესიით იურისტია, 2008-20013 წლებში მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 2007 წელს კრივის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ასევე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და 2000 დან 2014 წლამდე ეროვნული ნაკრების წევრი. […]
კატეგორია: სპორტი
საქართველომ ესტონეთსაც მოუგო – ამჯერად 2:0 – ვიდეო
27 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთი 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მიერ ლიტვის 4:0 დამარცხებამ ბევრი სასიამოვნოდ გააკვირვა, არაკეთილმოსურნეებმა კი თქვეს, რომ ეს მატჩი საეჭვო იყო. ეს რომ ასე არ გახლდათ, ესტონეთთან შეხვედრის დასაწყისმაც ნათლად გვაჩვენა, როდესაც გადახალისებულმა ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია და ანგარიშიც გახსნა – კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მცველ ტაბიძეს მიუვიდა, გულზე მიიღო, […]
ლიონელ მესი: ”ან წელს მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს, ან არასდროს”
არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა რომ არგენტინამ ან ახლა უნდა მოიგოს ეს ტურნირი, ან არასოდეს. მესის აზრით მის თაობას კიდევ ერთი შანსი აღარ მიეცემა: ”ვგრძნობ რომ რაღაც დიდი გვიახლოვდება და მოუთმენლად ველი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას. მე, აგუეროს, დი მარიას და ჩვენ თაობას ბოლო შანსი გვაქვს რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ […]
დანი ალვეში: ”ფელიპე კოუტინიო ნეიმარზე ნაკლები არ არის”
ბრაზილიის ნაკრების და პსჟ-ს მცველმა დანი ალვეშმა ფილიპე კოუტინიო შეაქო და თქვა რომ ის ნეიმარს არაფრით ჩამოუვარდება. ალვეშის აზრით კოუტინიოსთვის ბარსელონაში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია: ”ძალიან გამიხარდა როცა გავიგე რომ კოუტინიო ბარსელონაში გააგრძელებდა კარიერას. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ნეიმარს არაფრით ჩამოუვარდება. ნეიმარი და კოუტინიო ბრაზილიის ნაკრების მთავარი ფეხბურთელები არიან”–განაცხადა დანი ალვეშმა. ალვეშმა ასევე აღნიშნა […]
უეფა – დამატებით დროში გუნდებს მე-4 შეცვლის უფლება ექნებათ
2018/2019 წლების სეზონიდან, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში, მატჩის დამატებით დროში გუნდებს მეოთხე შეცვლის განხორციელების უფლება ექნებათ. ამის შესახებ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში აღმასკომის სხდომაზე განაცხადეს. უეფას რეგლამენტში სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შეიტანეს. კერძოდ, ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ფინალებში გუნდების მწვრთნელებს 18-ის ნაცვლად განაცხადში 23 ფეხბურთელის შეყვანა შეეძლებათ, რაც შესაბამისად სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობას შვიდიდან თორმეტამდე გაზრდის. […]
მარტინ შკრტელი მოედანზე სიკვდილს გადაურჩა
ლივერპულის ყოფილი მცველი მარტინ შკრტელი სლოვაკეთის და ტაილანდის შეხვედრის დროს მოწინააღმდეგეს დაეჯახა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა და ენა გადაეყლაპა. საბედნიეროდ სამედიცინო პერსონალი იქვე იყო და მათ დროული დახმარება აღმოუჩინეს მარტინ შკრტელს, რის შემდეგაც სლოვაკი მცველი მოედანზე დაბრუნდა. თამაშის შემდეგ შკრტელმა აღიარა რომ მისთვის ეს ძალიან არასასიამოვნო გამოცდილება იყო და ის ბედნიერია რომ ცოცხალი გადარჩა. […]
სამუელ უმტიტი შესაძლოა ბარსელონადან წავიდეს
ბარსელონას ფრანგი მცველი სამუელ უმტიტი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება,ამიტომ შესაძლოა მან კატალონიური გუნდი დატოვოს. უმტიტი ხელფასის გაორმაგებას ითხოვს, ხოლო ბარსელონა კი თანახმა არ არის და თვლის რომ უმტიტის ისედაც მაღალი ანაზღაურება აქვს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გაგრძელება მოჰყვება ამ ისტორიას, მაგრამ ცხადია რომ თუ უმტიტიმ ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა, მაშინ ბარსელონას მისი შენარჩუნება […]
ტრავმის შემდეგ მამუკა გორგოძე ტულონს დაუბრუნდა და ლელოც დადო – ვიდეო
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი მამუკა გორგოძე ტრავმით გამოწვეული პაუზის მერე მინდორს დაუბრუნდა და პირველივე მატჩში ლელოს დადება მოახერხა. გორგოძის “ტულონი” შინაურ კედლებში საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონ “კლერმონს” დაუხვდა და გამანადგურებელი ანგარიშით 49:0 მოუგო. მამუკა თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და 6 წუთში ლელოც დადო. მასპინძელთა ტრიუმფში თავისი წვლილი ქართველმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამაც შეიტანა, რომელმაც 53-ე წუთიდან […]
ვაისი – “საქართველოს ნაკრების რეალური პოტენციალი დღეს პირველად ვნახე”
გუშინ საქართველოს ნაკრებმა ლიტვა დიდი ანგარიშით ანგარიშით დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განვლილი მატჩი შეაფასა. ამის შესახებ 1tv წერს. – ცხადია, ასე იოლად ყველა მეტოქეს ვერ მოვუგებთ. თუმცა, დღეს თამაში ბრწყინვალედ ჩავატარეთ, განსაკუთრებით – პირველი ტაიმი. კმაყოფილი ვარ როგორც ხარისხით, ასევე შედეგით. […]
საქართველომ ლიტვას 4:0 მოუგო – ვიდეო
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლიტვა 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში ახალ ეტაპს იწყებს და მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგა მხოლოდ 5 თვის შემდეგ იღებს სტარტს, ამ ტურნირისადმი ჯეროვნად მომზადების დაწყება აქედანვე აუცილებელია. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვაისმა ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც უფრო შემტევი ეთქმის, ვიდრე დაცვითი (ახალგაზრდული ნაკრებისგან განსხვავებით), რაც ნამდვილად მისასალმებელია. […]










