ვაისი – “საქართველოს ნაკრების რეალური პოტენციალი დღეს პირველად ვნახე”

ვაისი - "საქართველოს ნაკრების რეალური პოტენციალი დღეს პირველად ვნახე"გუშინ საქართველოს ნაკრებმა ლიტვა დიდი ანგარიშით ანგარიშით დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განვლილი მატჩი შეაფასა. ამის შესახებ 1tv წერს.

– ცხადია, ასე იოლად ყველა მეტოქეს ვერ მოვუგებთ. თუმცა, დღეს თამაში ბრწყინვალედ ჩავატარეთ, განსაკუთრებით – პირველი ტაიმი. კმაყოფილი ვარ როგორც ხარისხით, ასევე შედეგით. რეალურად, საქართველოს ნაკრების სახე და რეალური პოტენციალი დღეს პირველად ვნახე. ეს იყო იმის შედეგი, რომ გუნდმა მოახერხა კონცენტრირება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

თუკი იგივეს სხვა მატჩებშიც შევძლებთ, ჩვენი გუნდის ბევრს მიაღწევს. ესტონეთთანაც ასევე მობილიზებულებმა უნდა ვითამაშოთ. მეორე ნახევარში გუნდი ასეთივე მოტივირებული აღარ იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია და მსგავსი რამ ხდება – როდესაც პირველ ტაიმს 4:0-ს იგებ, ძნელია მეორე ნახევარშიც იგივე ფეხბურთი აჩვენო. ორი განსხვავებული ტაიმი ამით იყო გამოწვეული, – ამბობს ვაისი.

მომდევნო მატჩს ეროვნული ნაკრები 27 მარტს გამართავს, სადაც ქართველების მეტოქე ესტონეთი იქნება. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება და მაყურებლების დასწრება თავისუფალია.

საქართველო-ლიტვის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო. ფეხბურთელებმა ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

იმედინიუსი