ლიონელ მესი: ”ან წელს მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს, ან არასდროს”

ლიონელ მესი: ”ან წელს მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს, ან არასდროს”არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა რომ არგენტინამ ან ახლა უნდა მოიგოს ეს ტურნირი, ან არასოდეს. მესის აზრით მის თაობას კიდევ ერთი შანსი აღარ მიეცემა:

”ვგრძნობ რომ რაღაც დიდი გვიახლოვდება და მოუთმენლად ველი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას. მე, აგუეროს, დი მარიას და ჩვენ თაობას ბოლო შანსი გვაქვს რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ და ეს წელს უნდა მოხდეს. ფინალებში წაგების სამწუხარო ტრადიცია უნდა შეწყდეს”–განაცხადა ლიონელ მესიმ.