დანი ალვეში: ”ფელიპე კოუტინიო ნეიმარზე ნაკლები არ არის”

დანი ალვეში: ”ფელიპე კოუტინიო ნეიმარზე ნაკლები არ არის”ბრაზილიის ნაკრების და პსჟ-ს მცველმა დანი ალვეშმა ფილიპე კოუტინიო შეაქო და თქვა რომ ის ნეიმარს არაფრით ჩამოუვარდება. ალვეშის აზრით კოუტინიოსთვის ბარსელონაში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია:

”ძალიან გამიხარდა როცა გავიგე რომ კოუტინიო ბარსელონაში გააგრძელებდა კარიერას. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ნეიმარს არაფრით ჩამოუვარდება. ნეიმარი და კოუტინიო ბრაზილიის ნაკრების მთავარი ფეხბურთელები არიან”–განაცხადა დანი ალვეშმა.

ალვეშმა ასევე აღნიშნა რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.